ბათუმის ”დინამომ” ამხანაგურ მატჩში იმარჯვა

თარიღი: ივლისი 25, 2016

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის ”დინამომ” მორიგი ამხანაგური მატჩი ”ანკარაგიუჯუს” წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

”ანკარაგიუჯუსთან“ მატჩში ”დინამოელთ” მთავარმა მწვრთნელმა 21 ფეხბურთელი გამოსცადა. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ორჯერ ”დინამოელები” შოვნაძემ იხსნა – ბათუმელთა კიპერი ორივე შემთხვევაში მოწოდების სიმაღელზე აღმოჩნდა. ბათუმლებმა მეტოქის კართან არაერთი მომეტი შექმნეს, ჭკუასელი – გაბდოლინის კომბინაცია ყაზახის ლეგიონერის გატანილი გოლით დასრულდა, გვერდითმა მსაჯმა კი საკამათო სიტუაციაში თამაშგარე დააფიქსირა. თავის გამოჩენის შანსი ფოთელიძესაც ჰქონდა, თუმცა მეტოქის მცველი გადაეღობა. პირველ ნახევარი უგოლოდ მაინც არ დასრულებულა. ტაიმის მიწურულს ბათუმელებს ანკარელთა შეტევა მარცხენა ფლანგიდან გამოეპარათ და მეკარესთან პირისპირ დარჩენილ შემტევს გოლის გატანა არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმის 55-ე წუთიდან ”დინამოელთა” შემადგენლობაში ერთბაშად 10 ფეხბურთელი შეიცვალა, ბათუმელები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ. მარიანოვიჩი – თარხნიშვილის გათამაშებული კომბინაცია ამ უკანაკნელის ძლიერი დარტყმით დასრულდა. ბურთი ძელმა აისხლიტა. დინამოელთა მორიგი შეტევა, კვანტალიანი – ლობჯანიძე – ფონიავას ხელმძღვანელობით მარიანოვიჩს უნდა დაესრულებინა, თუმცა სერბი ბურთს ბოლო მომენტში ვერ შეწვდა. ფონიავას, კვანტალიანსა და ლობჯანიძეს თავის გამოჩენა მართებდათ, თუმცა ბოლო მომენტში ან ანკარელთა მეკარე ყოჩაღობდა ან ”დინამოელები” დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

შეხვდერის მესამოცე წუთზე გეგეჭკორის ბრწყინვალე გადაცემით ლობჯანიძემ ისარგებლა, მცველებს დაასწრო და ერთი-ერთზე დარჩენილს გოლის გატანა არ გასჭირვებია. 73 წუთზე ”დინამოელებმა” მეორე გოლი გაიტანეს. სუხიაშვილის ფლანგურ ჩაწოდებას ანკარელი მცველები იგერიებენ, ბურთი კვანტალიანს მიუვიდა, რომელმაც ბურთი უმალ გაისწორა და მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

ამხანაგური მატჩი: დინამო 2 – 1 ანკარაგიუჯუ

გოლები: 0 – 1 37 წთ. 1 – 1 ლობჯანიძე (60 წთ.); 2 – 1 კვანტალიანი (73 წთ.)

დინამო: შოვნაძე (ტაკიძე 55 წთ.), ტვილდიანი (გეგეჭკორი 55 წთ.), ტეტუნაშვილი, ფოთელიძე (გოგიტიძე 55 წთ.), ქორიძე (სუხიაშვილი 55 წთ.), ვარშანიძე (თარხნიშვილი 55 წთ.), ქუთელია (მარიანოვიჩი 55 წთ.), კეკუა (ქავთარაძე 55წთ.), თევდორაძე (ფონიავა 55 წთ.), ჭკუასელი (კვანტალიანი 55 წთ.), გაბდოლინი (ლობჯანიძე 55 წთ.).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“რომას” ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

“რომას” აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი, ჟოზეფ ბუასე 21 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას რომაული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება პრემიერლიგა? ახალი თარიღი ცნობილია

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განახლება 12 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ეს მოვლენა, სავარაუდოდ, გადაიდება. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელები

ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელთა ათეული შეადგინა, რომელსაც ასაკით ყველაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საფრანგეთში საფეხბურთო მატჩს 400 პირი დაესწრო (ვიდეო)

24 მაისს, სტრასბურგში, ქალაქის ორი სხვადასხვა რაიონის გუნდებს შორის არასანქცირებული მატჩი გაიმართა, რომელსაც დაახლოებით ოთხასი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის მინისტრი სერია A-ს მატჩების უფასოდ ჩვენებას ითხოვს

იტალიის სპორტის მინისტრი, ვინჩენცო სპადაფორა, პრესასთან საუბრისას სეზონის დაწყების სავარაუდო თარიღსა და მატჩების უფასოდ ტრანსლირების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” გაყიდვაში სხვადასხვა დიზაინის ნიღბები ჩაუშვა (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” მრავალჯერადი გამოყენების ნიღბები ჩაუშვა გაყიდვაში. პროდუქტის გარეცხვა 40-ჯერ შეიძლება ისე, რომ დაცვითი ფუნქციები [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გავლენიანი გამოცემა Squawka ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოცი წლის ფინალების საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგს აქვეყნებს. სიაში ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს

“მილანისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავკაც მასიმილიანო ალეგრის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მან ცხვირი გამიტეხა” – რაიან გიგზმა კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რაინ გიგზმა განაცხადა, რომ მისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე მილანის “ინტერის” ლეგენდარული [...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის სპორტის მინისტრი სერია A-ს განახლების ორ სავარაუდო თარიღს ასახელებს

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის განახლების ორი სავარაუდო თარიღი დაასახელა. “სერია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება ეროვნული ლიგა?

ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ”, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილოსნებმა – ბათუმის “დინამომ”, თბილისის [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: “მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო”

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილა...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი 19, 21 და 22 მაისს ჩატარებული კორონავირუსის ტესტის შედეგებს ასაჯაროვებს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ვტირი მხოლოდ მოგების შემდეგ, პირველად ეს კიევში მოხდა”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის 2...
წაკითხვა