დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (19 იანვარი)
“იუნაიტედი” “მონაკოს” ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონს იხდის
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან 70 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთონ ფრანგულ “მონაკოს”, მათი ფორვარდის, ბერნარდო სილვას ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი ხდება, ჟოზე მოურინიო 22 წლის შემტევის დიდი თაყვანისცემელია. ბერნანდოს გადაბირებით ამავდროულად მადრიდის “რეალიც” გახლავთ დაინტერესებული. (The Sun)
რივალდო “ბარსას” კოუტინიოს გადაბირებას ურჩევს
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რივალდო თვლის, რომ კატალონიელებს სწორედ ისეთი ფეხბურთელი სჭირდებათ, როგორიც მისი თანამემამულე, ფილიპე კოუტინიოა : “ჩემი აზრით, ის დიდებული მოთამაშეა, თანაც ნეიმართანაც კარგი ურთიერთობა აქვს, ისინი ერთმანეთს კარგად გაუგებენ. ვთვლი, რომ ეს ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება.”
გვარდიოლამ კეილორ ნავასს დაუმიზნა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მადრიდის “რეალის” კარის დარაჯს, კეილორ ნავასს დაუმიზნა, რომელსაც მანჩესტერში ცუდ ფორმაში მყოფი კლაუდიო ბრავოს შემცვლელად მოისაზრებენ. (Manchester Evening News)
“ბარსამ” ჩინელების 50 მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა
ბრიტანული Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” თურქი ფეხბურთელი, არდა თურანი “გუანჟოუ ევერგრანდის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. წყაროს ცნობით, ჩინელებმა “ბარსას” 50 მილიონი ევრო შესთავაზეს თურქის სანაცვლოდ, თავად ფეხბურთელს კი კვირაში 370 000-იანი ხელფასი, თუმცა, ბარსელონელებმა ეს შეთავაზება უარყვეს. (The Sun)
კუმანი: “დეულოფეუს კლუბის დატოვების უფლება აქვს”
მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აღიარებს, რომ ჯერარდ დეულოფეუს სურვილის შემთხვევაში, კლუბის დატოვების შეუძლია: “ჯერარდს უკვე ვესაუბრე, მისი სიტუაცია საკმაოდ რთულია. თუ ის კლუბიდან წასვლასა და საკმარისი სათამაშო დროის მიღებაზე გააკეთებს აქცენტს, მას ამის უფლებას მივცემთ.”
მაურისიო პოჩეტინო რანოკიას არ ეშვება
მილანური “ინტერის” ცენტრალური მცველი, ანდრეა რანოკია მაურისიო პოჩეტინოს ახირებად იქცა. იტალიური პრესის ცნობით, სტეფანო პიოლიმ 28 წლის ფეხბურთელს “სან სიროს” დატოვების უფლება უკვე მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ რანოკია პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. (Tuttosport)