მუხიანში რაგბის ახალი კომპლექსის მშენებლობა სრულდება

თარიღი: მაისი 5, 2017

თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.

“სასიხარულოა, რომ თბილისს კიდევ ერთი სპორტული ობიექტი და რაგბის ახალი კომპლექსი შეემატა. გარდა იმისა, რომ ეს კომპლექსი რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო თასს მოემსახურება და გუნდები საწვრთნელ ვარჯიშებს გამართავენ, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ თბილისის ამ რაიონის მაცხოვრებლებს და ზოგადად ჩვენს ახალგაზრდობას საშუალება მიეცემა სპორტით დაკავდნენ.

ამ ბაზაზე ვარჯიში არა მხოლოდ რაგბიში, არამედ რამდენიმე სხვა სახეობაშიც იქნება შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ჩვენი მომავალი თაობისთვის. სპორტში ინფრასტრუქტურლი აღმშენებლობა გრძელდება, როგორც ქალაქის პირობებში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიხარია, რომ ამ ახალ არენაზე საშუალება მოგვეცემა ვუმაპსინძლოთ როგორც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, ასევე საერთაშორისო ტურნირებს.” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

დედაქალაქს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი ექნება.

სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დასრულდა ძირითადი სამშენებლო სამუშაოები – ადმინისტრაციული შენობის, ტრიბუნებისა და სავარჯიშო დარბაზის მშენებლობა, მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე. პროექტის ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონების საფარის მოწყობა, კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე შიდა ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები.

სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსი სავარჯიშო დარბაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენდება 1 000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა.

რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი” აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 499 000 ლარი დაიხარჯება.

2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ნაკრებების ნაწილი საწვრთნელ ვარჯიშებს სწორედ მუხიანის რაგბის ახალ სტადიონზე გამართავს.

სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
რაგბი

პიცა თუ მწვადი? ჩაი თუ ყავა? – მამუკა გორგოძის პასუხები (ვიდეო)

რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მორაგბეს, მამუკა გორგოძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. “გორგოძილას” ორიდან [&h...
წაკითხვა
რაგბი

ნაგოიაში საქართველოს ნაკრების დახვედრის ცერემონიალი გაიმართა (ფოტო)

17 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ტოკუშიმადან ნაგოიაში გადაინაცვლა. “ბორჯღალოსნები” უახლოესი მატჩისათვის მზადე...
წაკითხვა
რაგბი

როგორ დახვდნენ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს იაპონიაში (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 სექტემბერს იაპონიაში ჩავიდა. “ბორჯღალოსნებს” აეროპორტში ადგილობრივი გულშემატკივრები დახვდნენ. შეგახსენებთ,...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა შეაფასა. როგორც იცით, შოტლანდიამ “ბორჯღალოსნე...
წაკითხვა
რაგბი

გორგოძე: “არ ვიცი, რა გამიკეთებია ასეთი, ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ”

საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს! 35 […]...
წაკითხვა
რაგბი

გიორგი ჩხაიძე ჰეიგს: “არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი, გიორგი ჩხაიძე მერაბ კვირიკაშვილის მსოფლიო თასისათვის 31-კაციან განაცხადში არშეყვანის ამბავს […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “მადლობა ქართველ ქომაგებს, ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში საქართველოში ბოლო მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ [&helli...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიის ნაკრების დონის გუნდთან დაშვებული შეცდომა უფრო მეტად ფასობს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. შოტლანდიასთ...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “ეს ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა”

31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩში შოტლანდიას “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. მატჩამდე [&hel...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგმა მამუკა გორგოძის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებს, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე მამუკა გორგოძე დაუბრუნდეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა […]...
წაკითხვა
რაგბი

სამწუხარო ინფორმაცია: გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს

27 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში აფრიკული “საუზერნ კინგსი” 24:20 […]...
წაკითხვა
რაგბი

“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო ჩემპიონატის წინ ახალი კვართები წარადგინეს (ფოტო)

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშების დაწყებამდე, რომელიც […]...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა