დიდი გამარჯვების დღე
1981 წლის 13 მაისი ქართული სპორტის და ჩვენი კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. დინამოელები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. დიუსელდორფის ფინალურ მატჩში კარლ ცაისთან 2:1 გამარჯვების შემდეგ, დინამოელები უეფას თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ. დიდი გამარჯვების დღიდან 36 შესრულდა.
დიუსელდორფი, რაინშტადიონი – დინამო 2:1 კარლ ცაისი
გოლები: 0:1 ჰოპე 63’ 1:1 გუცაევი 67’ 2:1 დარასელია 87’
მსაჯები: რიკარდო ლატანცი, ლუიჯი ანოლინი, პაოლო ბერგამო (იტალია)
უეფას კომისარი: დოქტორ იირა (ჩეხოსლოვაკია)
დინამო: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე ©, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი 68), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
კარლ ცაისი: გრაპენტინი, ბრაუერი, ჰოპე (ოევერმანი 88), შილინგი, კურბივაიტი ©, შნუპჰაზე, კრაუზე, ლინდემანი, ბილაუ (ტიოპფერი 76), რააბი, ფოგელი
მწვრთნელი: ჰანს მაიერი
FCDinamo.Ge