კორეა: “შედეგით უკმაყოფილოები არ ვართ”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” ანდალუსიის “სევილია” მიიღო. მატჩი, ანგარიშით, 2-2 დასრულდა.
დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთი გოლის ავტორი, “სევილიას” მოთამაშე, ხოაკინ კორეა ესაუბრა.
“შედეგით უმაყოფილოები არ ვართ. მატჩში დავბრუნდით და ქულის მოპოვება მოვახერხეთ. “ლივერპული” უმაღლესი დონის გუნდია, რომელსაც უსწრაფესი მოთამაშები ჰყავს. თუ ამას გავითვალისწინებთ, “ენფილდზე” დაფიქსირებული ეს შედეგი ცუდი არ უნდა იყოს. ლუისი (მურიელი, ავტ.) დამატებით დროში გამარჯვების გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. სამწუხაროა, რომ მან ეს ვერ მოახერხა.”
“მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს. მერსესაიდელები მღეროდნენ You never walk alone და ჩვენმა ფანებმაც დაამტკიცეს, რომ არასდროს გვტოვებენ მარტო,” – აცხადებს კორეა.