38 წლის ტიმ კეჰილი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა
38 წლის ავსტრალიელი გარემარბი, ტიმ კეჰილი თავისი მშობლიური კლუბის დატოვებიდან ცამეტი წლის შემდეგ უკან, “მილუოლში” დაბრუნდა. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, “ევერტონისა” და “ნიუ-იორკ რედ ბულზის” ყოფილმა ფეხბურთელმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სტატისტიკისთვის გეტყვით იმასაც, რომ შემტევი ნახევარმცველი “ლომების” რიგებში 1998-2004 წლებში გამოდიოდა და ჩატარებულ 251 მატჩში 57 გოლი აქვს გატანილი.