3X3 კალათბურში ეროვნული ჩემპიონატის თბილისის შესარჩევი ტური გუნდი 13-ის გამარჯვებით დასრულდა
“თბილისი მოლში” დასრულდა 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დედაქალაქის შესარჩევი ტური, რომლის გამარჯვებულიც გუნდი 13 (ცამეტი) გახდა (ვატო ბააკაშვილი, ვახტანგ ქადარია, ოთო ბულიავა, ზაზა სვანიძე). ფინალურ მატჩში “13”-მა გუნდი Y.O. L.O. (ბექა ჩიკვილაძე, გივი ბაქრაძე, საბა ლობჟანიძე, ილია ლონდარიძე) ოვერტაიმში, 20:18 დაამარცხა.
1-2 ადგილზე გასული გუნდები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ერთობლივად დააჯილდოვეს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გამარჯვებული გუნდის წევრი, ოთო ბულიავა გახდა, რომელსაც სპეცალური პრიზი “თბილისი მოლის” მარკეტინგის მენეჯერმა, იანა კოკოულინამ გადასცა.
3X3 კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით “თბილისი მოლში” დღეს გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ტურნირის ორგანიზატორები, მხარდამჭერები და სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
superleague.ge