3X3 კალათბურთში საქართველოს ნაკრებს ევროპირველობაზე გასასვლელად რუმინეთის ძლევა სჭირდება
3X3 კალათბურთშ საქართველოს ეროვნული ნაკრები ამსტერდამში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძვის. ვახტანგ ქადარიას, ირაკლი ჩლაიძის, მიხეილ ფანჩულიძისა და ირაკლი ალხანაიძის შემადგენლობით ჩვენმა ნაკრებმა ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შესარჩევ ტურნირში დღეს ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველებს წინ მეოთხედფინალური მატჩი აქვთ, რომლის მოგების შემთხვევაშიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.
ტურნირის ფორმატის თანახმად, შესარჩევ ტურნირში თავმოყრილი 8 გუნდი 2 ჯგუფში იყო განაწილებული. ერთი წრის შემდეგ გუნდებმა ნაჩვენები შედეგების შესაბამისად ჯგუფებში ადგილები გაინაწილეს, რის შემდეგაც ისინი – A და B ჯგუფების გგუნდები მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ.
ქართველებმა ჯგუფის პირველ მატჩში რუსეთთან 13:19 წააგეს, მეორე შეხვედრაში შვედეთი 16:3 გაანადგურეს, რის შემდეგაც, დასკვნით ტურში თურქეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბულად წარიმართა, რომლის დასკვნით ნაწილში თურქებმა იძალეს და 4 ქულის სხვაობით – 16:12 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე–3 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს შეხვდება.
სამე იმაშია, რომ რუმინეთს, როგორც ევროპის ჩემპიონატის (5–7 სექტემბერი) მასპინძელს, ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული აქვს. რუმინელებმა რომ მოგვიგონ და ნაევარფინალში გავიდნენ, ევროპირველობის მეოთხე საგზურს ამსტერდამულ ტურნირზე საუკეთესო მე–5 გუნდი მიიღებს. მე–5 ადგილზე გასული მიმდინარე ტურნირზე ნაჩვენები რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება.
საქართველოსა და რუმინეთის მატჩი თბილისის დროით 18:20 საათზეა დანიშნული.