4 ლელო არგენტინასთან

თარიღი: ივნისი 25, 2017

ბორჯღალოსნებს ‘პუმებთან’ აქამდე გამართულ ოთხ მატჩში სულ ერთი ლელო ჰქონდათ დადებული, დღეს კი არგენტინას ბურთი 4-ჯერ დაუმიწეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – 29:45.

არგენტინა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჰუჰუიში რაგბს პირველად თამაშობდა და სტადიონზე მაყურებელი მრავლად მივიდა. მეტოქე ჩვენთან შეხვედრას დიდი სიფრთხილით მიუდგა, უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდა და ჯარიმები კარში ურტყა. სწორედ ჯარიმების ხარჯზე შეძლეს ‘პუმებმა’ პირველ ტაიმში უპირატესობის მოპოვება, მეორე ტაიმი კი, ბორჯღალოსნებმა 21:19 მოიგეს.

ჩვენს მსგავსად არგენტინის შერკინებასაც საქვეყნოდ აქვს სახელი განთქმული, მაგრამ ამ კომპონენტში ბორჯღალოსნებმა მასპინძლები სრულად დაჯაბნეს და უმეტეს შემთხვევებში მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს. 4 ლელოდან ორი სწორედ შერკინებამ გამოიმუშავა, ორი კი ხაზის მოთამაშეებმა დადეს.

პირველ ტაიმში ხშირად ვჯარიმდებოდით, რითაც კარგად ისარგებლა არგენტინელთა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა. მისი ხუთი დარტყმულიდან ოთხი ზუსტი იყო. მან მე-16 წუთისთვისთვის ორჯერ შეძლო ბურთის ძელებსშუა გაძვრენა და მასპინძლები 6:0 დააწინაურა. მე-20 წუთზე ჯარიმა ჩვენმა შერკინებამ გამოიმუშავა და მერაბ კვირიკაშვილი გასატანი პოზიციიდან არ შეცდა.

თამაში რომ განახლდა რამირო მოჟანომ ვასილ ლობჟანიძე ჰაერში შებოჭა და სინბინით დაისაჯა. ერთ წუთში ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა და კარგად იარა, იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა, თუმცა მეტოქის 22-ში აუტში გადაგვიყვანეს. კაცნაკლულმა არგენტინამ თამაშის ჩვენს ნახევარზე გადმოტანა შეძლო და სანჩესმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 33-ე წუთზე რეფერიმ გიორგი ნემსაძე გაასინბინა და 10 წუთით კაცნაკლული დაგვტოვა.

მასპინძლებმა მეტობა კარგად გამოიყენა და მოლით ლელო აგუსტინ კრევიმ დადო, 37-ე წუთზე კი ლელოში ხოაკინ ტუკულეტი შევიდა. სანჩესმა ორივე გარდასახა. ტაიმის ბოლოს პირველი ლელო დავდეთ. ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა და კარგად იარა, სამი პასის შემდეგ ლობჟანიძემ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია და შებოჭილმა დავით კაჭარავას ამოუგდო, ის ორ მცველს შორის გაძვრა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 26:8 მოიგეს.

მეორე ტაიმი ჩვენი შეცდომით დაიწყო, მოჟანომ ჩვენს 22-ში გრძელი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე უპრობლემოდ ირბინა. 51-ე წუთზე არგენტინელებმა ვალი დაგვიბრუნეს და მათი შეცდომის შემდეგ 5-მეტრა შერკინება დაინიშნა. ‘პუმებმა’ მთელი პირველი ხაზი გამოცვალეს, მაგრამ ამან ვერ უშველა და საჯარიმო ლელო მივითვალეთ – 33:15. მომდევნო 5 წუთში მოჟანომ ორჯერ გაიბრწყინა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე კიდევ ორჯერ დაგვალელოვა, მაგრამ ბორჯღალოსნები არ გატყდნენ და დასკვნით 20 წუთში ინიციატივას დაეუფლნენ.

65-ე წუთზე ხმალაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოში ჩაკიდა, მაგრამ ნემსაძე მას ვერ შეწვდა. სამიოდე წუთში 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ მორკინალებმა ახლოში რამდენჯერმე დაარტყეს, მერე ბურთი ხაზში გავიტანეთ და სოსო მათიაშვილმა ლელოში დაამიწა. გარდასახვა მანვე შეასრულა. ბოლოსწინა წუთზე დერეფანში მოვიგეთ ბურთი, კარგი მოლი დავაყენეთ შალვა მამუკაშვილმა ჩვენი გუნდის მეოთხე ლელო დადო, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 45:29 არგენტინის სასარგებლოდ.

ეს იყო ივნისის ტესტების დასკვნითი, მესამე შეხვედრა და ჩვენი გუნდი შინ ორი გამარჯვებით ბრუნდება.

ამერიკული ტურნე. III ტესტი

არგენტინა. ჰუჰუი.

არგენტინა – საქართველო 45:29 (26:8)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. სოსო ბეკოშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. იოსებ მათიაშვილი.

4 ლელო: კაჭარავა, საჯარიმო, მათიაშვილი, მამუკაშვილი

2 გარდასახვა: მათიაშვილი

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია რაგბის კავშირში დაადასტურეს. მიზეზად ქართულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა