4 რამ, რაც შესაძლოა, ხაბიბ ნურმაგომედოვზე არ იცოდით
UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი 6 ოქტომბერს (საქართველოს დროით 7 ოქტომბერს, დილის 06:00 საათზე) UFC 299-ის ეგიდით ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს შეხვდება.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ, რომელთა შესახებ, შესაძლოა, აქამდე არ გსმენიათ.
ვარჯიში დათვთან ერთად
ხაბიბის მამამ, აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მის შვილს დაბადების დღეზე საჩუქრად დათვთან ჭიდაობის საშუალება მიეცა.
“ვაჟს ყოველთვის უნდა, მამას აჩვენოს, თუ რა შეუძლია მას. დათვთან ვარჯიში ხასიათის გამოცდა უფრო იყო, ვიდრე უბრალოდ ვარჯიში”, – თქვა ხაბიბიბს მამამ.
A young Khabib Nurmagomedov wrestling with a bear pic.twitter.com/hSYb2Kztvz
— The Roots of Combat (@RootsOfCombat) September 18, 2018
კრიშტიანო რონალდუს მეგობარი
ნურმაგომედოვი გასულ სეზონში მადრიდის “რეალსა” და “რეალ სოსიედადს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო. ხაბიბი კრიშტიანო რონალდუსაც შეხვდა, რომლისგანაც საჩუქრად მაისური მიიღო. დაღესტნელმა სპორტსმენმა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ფაფახი აჩუქა.
ისლამური სახელმწიფოს კრიტიკა
ისლამურმა სახელმწიფომ ნურმაგომედოვი, რომელიც მუსლიმია, 2015 წელს გააკრიტიკა. ისლამურმა სახელმწიფომ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მათ არ მოსწონთ, რომ ადამიანები ფულისათვის იბრძვიან და არა – ისლამური სახელმწიფოსთვის.
სტუმრობა საქართველოში
გასულ ზაფხულს ხაბიბ ნურმაგომედოვი მისი გუნდის წევრებთან ერთად საქართველოს ესტუმრა. მან თბილისი და ყაზბეგი მოინახულა.