4 წითელი ბარათი – ჩხუბი “სიონი”-“რუსთავის” მატჩში (ვიდეო)

თარიღი: მაისი 24, 2019

24 მაისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ბოლნისის “სიონმა” საკუთარ მოედანზე “რუსთავი” მიიღო.

61-ე წუთზე რუსთაველთა კაპიტანმა, ლუკა სილაგაძემ მასპინძელთა კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 0:3 გახადა. გოლის შემდეგ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა – “სიონისა” და “რუსთავის” ფეხბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს. არბიტრებმა ეპიზოდი მინდორზევე განიხილეს და ოთხ მოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენეს. მოედნიდან ვილი ისიანი, დავით თარგამაძე (ორივე “სიონი”), ლაშა ქოჩლაძე და ლუკა გადრანი (ორივე “რუსთავი”) გააძევეს.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები