გიორგი ნემსაძე: „მთელი საქართველო გვიყურებს და მათი გაბედნიერება გვინდა“

თარიღი: სექტემბერი 25, 2019

ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასზე მეორე მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც 29 სექტემბერს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ და იაპონიაში პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა ორი დღის წინ, ნაგოიაში უელსის წინააღმდეგ გამართა და მისი პირველი ტაიმით თავად მორაგბეებიც უკმაყოფილონი არიან, მაგრამ კარგად ჩატარებული მეორე ნახევარი მომდევნო თამაშებში წარმატების იმედს აძლევთ.

ვეტერანი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ უელსთან ის შეცდომები დაუშვეს, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ:

„უელსთან თამაშამდე მთელი კვირის განმავლობაში ნაკრების გამოცდილი მოთამაშეები ვამბობდით – არ მოხდეს ისე, რომ თამაშში თავიდანვე ვერ ჩავერთოთ. დიდ გუნდებთან რატომღაც ასე გვემართება. თითქოს თავიდან მათ თამაშს ვუყურებთ, ვაკვირდებით რას გააკეთებენ. ეს ალბათ გამოუცდელობის ბრალია. ადრე უფრო მიკვირდა და ახლა უკვე აღარ მიკვირს ასე რომ ხდება. როცა სისტემატურად თამაშობ ასეთ გუნდებთან, უკვე აღარ გიწევს საწყის წუთებში იმის გარკვევა, როდის, რას მოიმოქმედებენ. წლებია ამას ვითხოვთ“.

„რატომ მოხდა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეში ჩვენც გამოგვივიდა თამაში? იქ ერთმა კარგად წაიღო ბურთი, კარგი კომბინაცია გათამაშდა და თავდაჯერებულობა დაგვიბრუნდა. ასეთი დონის მეტი თამაში გვჭირდება და სხვა დროს თავდაჯერებულობა პირველივე წუთებიდან გვექნება. უელსთან მატჩში, ფიზიკურად თანაბარი ბრძოლა იყო, კარგი, სანახაობრივი ორთაბრძოლები გამოვიდა. თუმცა, დასაწყისში გვქონდა რაღაცნაირი გაოცების მომენტი და მივიღეთ სამი ლელო, რომელმაც მთლიანად ჩაანაცვლა ის თამაშის ხარისხი, რაც პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ტაიმში ვანახეთ. მეტოქე იმდენად დაწინაურდა, რომ სხვა ყველაფერი გაუფასურდა“.

როგორც უკვე ვწერდით, მეორე თამაში 29 სექტემბერს ურუგვაისთან, კუმაგაიაში გვექნება და ის საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება. ურუგვაი ის მეტოქეა, რომელთანაც ბორჯღალოსნები ორიდან ერთი გამარჯვების მოპოვებას გეგმავენ. ნემსაძე ამბობს, რომ გუნდს დაძაბული თამაში ელის, თუმცა უელსთან დაშვებული შეცდომების გამეორების შანსი თითქმის არ არსებობს:

„ამის საშიშროება ნაკლებად არსებობს. ურუგვაისთან დაძაბულობა არანაკლები იქნება. მთელი საქართველო ჩვენ გვიყურებს, გამარჯვება და ქართველი ხალხის გაბედნიერება გვინდა. თუმცა, იმის ფიქრი, რომ მათ ჩვენზე უკეთ შეუძლიათ თამაში, არ გვექნება. უელსთან მატჩი გაკვეთილი იყო იმისა, რომ თუ მოედანზე მაყურებელი იქნები, პირველ ტაიმში შეიძლება 28-29 ქულა მიიღო“.

„უკვე გავაანალიზეთ უელსთან მატჩი და ვნახეთ რა შეცდომები დავუშვით, რა გავაკეთეთ კარგი და ასეთი ბევრი რამ იყო. ორი ლელო გავუტანეთ უელსს, აქედან ერთი მოლით. სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ბოლო სამი წელიწადია უელსს მოლით ლელო არ მიუღია. ესეც ჩვენს აქტივში უნდა ჩაიწეროს. დარწმუნებული ვარ, ურუგვაისთან მაყურებლის პოზიციაში ერთი წამითაც არ ვიქნებით. ჩვენ უნდა წავიყვანოთ თამაში, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ პირობები და აუცილებლად დავამარცხოთ“.

35 წლის მორაგბე მომავალი მეტოქის ძლიერ მხარედ სწრაფ მორაგბეებს და არეულ თამაშს ასახელებს:

„ურუგვაის ნაკრების მოთამაშეები ქაოსურ სიტუაციებში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. დაახლოებით არგენტინის ნაკრების სტილის გუნდია, ოღონდ შედარებით დაბალი დონის. სწრაფი მორაგბეები ყავთ და მის გამოყენებას ცდილობენ. მათი თამაშის დეტალებში ჩაღრმავება უკვე დავიწყეთ და მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით“.

ურუგვაისთან მატჩიდან რამდენიმე დღეში, 3 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ოსაკაში ფიჯის ნაკრებს შეხვდება, რომელთანაც ასევე გამარჯვებას გეგმავს. ფიჯელებმა უკვე ჩაატარეს თავისი პირველი შეხვედრა და ავსტრალიას დიდი ხნის განმავლობაში უგებდნენ, თუმცა საბოლოოდ 21:39 დამარცხდნენ.

„ფიჯის ისტორიაში საუკეთესო ნაკრები ჰყავს, თუმცა ეს ფსიქოლოგიურ წნეხად არ გვაწვება. ცხადია, ამ გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა ძნელი იქნება, მაგრამ შესაძლებელია. ვნახეთ მათი ავსტრალიასთან დაპირისპირება. ფიჯი უკვე ორგანიზებულ თამაშშიც კარგად გამოიყურება, მაგრამ თუ თამაში აირია, იქ კიდევ უფრო ძლიერია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ ბურთი დიდხანს შევინარჩუნოთ. მათთან გაშლილ თამაშში აყოლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება“ – აფასებს ფიჯის ნაკრებს ნემსაძე.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა