5 გუნდი, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ტოტალიზატორში არ უნდა ენდოთ
Fanebi.Com წარმოგიდგენთ 5 “ტოტალიზატორის” გუნდს. ანუ, იმ გუნდებს, რომლებიც ტოტალიზატორში ყველაზე ხშირად აფუჭებენ მატჩებს.
5. “პარის სენტ-ჟერმენი” – ლორან ბლანის შეგირდები, გასულ სეზონთან შედარებით სტაბილურობით ვერ გამოირჩევიან. გასულ სეზონში, ამ დროს მათ ლიგა 1-ის ჩემპიონობა გარანტირებული ჰქონდათ. მიმდინარე სეზონში დედაქალაქურ გუნდს 11 ფრე აქვს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია.
4. “რომა” – რუდი გარსიას გუნდი მიმდინარე სეზონში, როგორც შარშან, შიდა ჩემპიონატში მეორე პოზიციაზეა, მაგრამ ისინი საკმაოდ უაზროდ კარგავენ ქულებს აუტსაიდერებთან და არაპროგნოზირებად გუნდებთან. ბოლო ოთხ ტურში, რომაელებმა ოთხივე ფრედ ითამაშეს.
3. “ატლეტიკ ბილბაო” – ბასკებმა გასული სეზონი ოთხეულში დაასრულეს, გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე და მათგან ორჯერ უფრო კარგ შედეგს ელოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ერნესტო ვალვერდეს ბიჭებმა ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლეს. ბასკებს მიმდინარე სეზონში 11 წაგება აქვთ, დამეთანხმებით, რომ ეს ცუდი რეზულტატია.
2. “მანჩესტერ იუნაიტედი” – სერ ალექს ფერგიუნსონის წასვლის შემდეგ, “წითელ ეშმაკებს” კვლავაც ვერ უპოვიათ საკუთარი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მანჩესტერელებმა საკმაოდ ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები გააკეთეს, ისინი მოსაგებ მატჩებში კარგავენ ქულებს.
1. “მილანი” – ორი აზრი არაა, რომ იმ “მილანისგან”, რომლისიც რამდენიმე წლის უკან მეტოქეებს ეშინოდათ, ახლა მისი ნახევარიც არ არის დარჩენილი. ფილიპო ინძაგის გუნდი თავისუფალი აგენტებით ივსება, რაც “როსონერის” თამაშის ხარისხზე კარგად ისახება. სერია ა-ში, 35 ქულით “მილანი” მეათე პოზიციაზეა.