5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა

თარიღი: ნოემბერი 10, 2016

12 ნოემბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” მოლდოვას დაუპირისპირდება. “ჯვაროსნებს” სამ გამართულ შეხვედრაში ორი წაგება და ერთი ფრე დაუგროვდათ, ვაისის შეგირდები კი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ზუსტად ორ დღეში შეეცდებიან.

D ჯგუფში, ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით ბოლო ადგილს, 0 ქულით მოლდოვა იკავებს, ბოლოსწინას კი საქართველო. ფაქტია, ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისაგან გამარჯვებას ელის. შევეცდებით, შემოგთავაზოთ ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაამარცხოს საქართველომ მოლდოვა.

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ძალიან სჭირდება

cxrili

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული. ჩვენი გუნდი ჯერ ავსტრიასთან, შემდეგ კი ირლანდიასთან დამარცხდა, ხოლო მესამე შეხვედრაში უელსს დაუზავდა. იმისათვის, რომ მუნდიალზე მოხვედრის შანსი დავიტოვოთ, ჩვენთვის სამი ქულის მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ შეხვედრაში ერთ წელზე მეტია არ გაუმარჯვია. ბოლოს, 2015 წლის 8 ოქტომბერს გიბრალტარი დავამარცხეთ.

მწვრთნელის ფაქტორი

weiss

ვლადიმირ ვაისის თავკაცობით ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გამარჯვება (ესპანეთის ნაკრებთან) მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკი სპეციალისტის გუნდი ოთხჯერ დამარცხდა, ყველა გრძნობს, რომ ნაკრებში რაღაც შეიცვალა. აშკარაა, რომ მას ფეხბურთელებთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. იყო ერთი ინციდენტი, რომელიც გიორგი ჭანტურიას უკავშირდებოდა, თუმცა ისიც მოგვარდა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე ოქრიაშვილმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ვაისს თავისი სათქმელის კარგად გადმოცემა შეუძლია. 52 წლის სპეციალისტს აქვს იმის უნარი, რომ ფეხბურთელები დამუხტოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი და მისი სამწვრთნელო შტაბის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს გუნდში კარგი ატმოსფეროა.

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას ბურთის ფლობაში აჯობა (56%-44%), ხოლო უელსთან ეს კომპონენტი თანაბარი იყო (50%-50%). “ჯვაროსნებმა” ბოლო ორ მატჩში 766 ზუსტი პასი გააკეთეს, როცა ირლანდიამ და უელსმა ერთად ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ 592 ზუსტი გადაცემის გაკეთება შეძლეს. აღსანიშნავია, ჩვენს მიერ შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ გოლის გატანა მაინც გვიჭირს. რამდენიმე დღის წინ ვაისმა ამ პრობლემას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ მის გამოსწორებას შეეცდებიან.

სახლში თამაშისა და გულშემატკივრების ფაქტორი

gulshematkivrebi

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა სტუმრად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია შეტევა, ზედიზედ რამდენიმე ზუსტი პასის გაკეთება და ბოლომდე ბრძოლა. უელსთან მატჩის შემდეგ ბევრისგან მოისმენდით, რომ მოლდოვასთან სტადიონი უნდა გავავსოთ. ბევრს აქვს იმის მოლოდინი, რომ 12 ნოემბერს მეტოქეს დავამარცხებთ, მუხტიც შესამჩნევია და დიდი ალბათობით, “დინამო არენაზე” ანშლაგი იქნება. საკუთარ კედლებში თამაში ყველა გუნდისათვის მცირე უპირატესობა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

ქართველი ფეხბურთელები

georgia

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს ის, რომ ერთ-ერთი ლიდერი, ჯანო ანანიძე დაგვაკლდება, მას ტრავმა აწუხებს, რის გამო დაახლოებით ორი კვირა გაუცდება. ჯანო საქართველოს ნაკრებისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენს. საინტერესოა, როგორ მოვახერხებთ მის შეცვლას.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის სხვა ფეხბურთელებს, სათამაშო პრაქტიკის არქონა კვლავაც პრობლემაა. თუმცა, ტრავმის მოშუშების შემდეგ თამაში დაიწყო კაპიტანმა, ჯაბა კანკვამ. დიდი ალბათობით, 12-ში ის გვილიასთან ერთად ცენტრში დუეტს შექმნის. კარგ ფორმაშია გიორგი ჭანტურია, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი ლორიას “კრილია სოვეტოვს” გაუტანა. უელსთან ვერგამოყენებული ძალიან რეალური საგოლე მომენტის შემდეგ, ლევან მჭედლიძე მოლდოველთა კარის დალაშქვრას შეეცდება. ურიგოდ არ გამოიყურება თორნიკე ოქრიაშვილი. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ თამაშობს კლუბში, ის ნაკრებში ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. უნდა გამოვარჩიოთ ვაკო გვილია, რომელიც ბოლო ორ შეხვედრაში ცენტრში ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა, მან გულშემატკივრების მხრიდან სიმპათია დაიმსახურა.

მოკლედ, ქართველი ფეხბურთელები ამ შეხვედრას ძალიან მოტივირებულები ხვდებიან – ისინი მხოლოდ სამ ქულაზე ფიქრობენ.

მოლდოვის ნაკრები სუსტი გუნდია

AUT_vs._MDA_2015-09-05_(004)

თუ მოლდოვის ნაკრების მიერ ჩატარებულ ბოლო შეხვედრებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ 12-ში ძალიან სუსტ მეტოქეს ვუპირისპირდებით. მოლდოვა ბოლო 24 მატჩში 17-ჯერ დამარცხდა, ამ გუნდმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ ანდორასთან შეხვედრაში მოახერხა.

მოლდოველებს არ ეყოლებათ იტალიური “კალიარის” მცველი, არტურ იონიცე, რომელიც ტრავმირებულია. ის ამ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია, შესაბამისად, მისი არყოფნა ჩვენს სტუმრებს კიდევ უფრო ასუსტებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეშის რეაქცია, როცა გაიგო, რომ პსჟ-სთან მატჩში გუნდს ის უკაპიტნებს

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. მანჩესტერელებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი?

მსოფლიოს ყველაზე მხცოვან პროფესიონალ ფეხბურთელად 74 წლის ეზელდინ ბაჰადერი აღიარეს, რომელიც ეგვიპტის რანგით მესამე დივიზიონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რეკორდი – პირველი ნულოვანი ფრე დაფიქსირდა

პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ორშაბათი სათამაშო დღე “ვესტ ბრომვიჩისა” და “ბარნლის” დაპირისპირებამ გახსნა. შეხვედრა საკმაოდ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაზე წყდება გული ყველაზე მეტად ვენგერს სამწვრთნელო კარიერაში?

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მენეჯერმა არსენ ვენგერმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რაზე წყდება გული ყველაზე მეტად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიას ფასი 3 მილიონით გაიზარდა – რა ღირს ხვიჩა?

გერმანულმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო თანხები განაახლა. საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი თითქმის ო...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი: “ქალებს პრემიერ ლიგაში მუშაობა შეუძლიათ”

შოტლანდიის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, შელი კერი, თვლის, რომ ქალებს ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ვან დაიკს ისე დაველოდებით, როგორც კარგი ცოლი პატიმარ მეუღლეს”

შაბათს გამართულ მერსესაიდულ დერბიში (2:2) “ლივერპულმა” ორ ქულასთან ერთად დაცვის ერთპიროვნული ლიდერი, ვირჯილ ვან დაიკიც, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა ლუკაკუს უპასუხა: “მილანს მეფე არასოდეს ჰყოლია, ღმერთი ჰყავს”

17 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” “ინტერი” 2:1 დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთხიდან ოთხი! “ასტონ ვილა” ბოლო 90 წლის საუკეთესო მაჩვენებელს დებს

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის კვირა სათამაშო დღე “ლესტერ სიტისა” და “ასტონ ვილას” შორის გამართულმა დაძაბულმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო გიოტცემ სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

“პსვ ეინდჰოვენის” ნახევარმცველმა, მარიო გიოტცემ, ერედივიზონში გამართული სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა. გერმანელმა ფეხბურთელმა “ზვოლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვენგერმა მოურინიოს უპასუხა: “მასთან ერთად თავს საბავშვო ბაღში ვგრძნობ”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მენეჯერმა არსენ ვენგერმა “ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს უპასუხა. შეგახსენებთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მძიმე დარტყმა “ლივერპულს”: შესაძლოა, ვან დეიკს სეზონი გაუცდეს

“ლივერპულს” სერიოზული დანაკლისი აქვს. იურგენ კლოპის გუნდმა ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი დაკარგა. 29 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილით მივიდა პეპ გვარდიოლა “არსენალთან” მატჩის წინ სტადიონზე (ფოტ

17 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“18 წლის ხარ და უკვე ასე სიმულიანტობ?” – ნიომი ანსუ ფატის (ვიდეო)

17 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში “ხეტაფემ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ – დუბლი “მოლენბეკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ბელგიის პროქსიმუს ლიგის მე-7 ტურში “სერენი” სტუმრად “მოლენბეკს” დაუპირისპირდა 3:4 გაიმარჯვა. სტუმართა ძირითად [&...
წაკითხვა