5 ფეხბურთელი, რომლებიც გუნდიდან ყველაზე უცნაური მიზეზებით გააგდეს
“ანორთოსისმა” ქართველი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა გუნდიდან “აპოელის” გიორგი ქვილითაიას გოლის გატანის დროს ვიდეოში გამოჩენილი ღიმილისთვის გაუშვა. Fanebi.com წარმოგიდგენთ 5 საოცარ შემთხვევას, რა დროსაც ფეხბურთელები გუნდიდან უცნაური მიზეზების გამო გაუშვეს.
1. ადრიან მუტუ – ჩელსი
2003 წელს ადრიან მუტუ “პარმადან” “ჩელსიში” გადავიდა და მას შემდეგ მის ცხოვრებაში ყველაფერი აირია. თავიდან 3 მატჩში 4 გოლი შეაგდო, მერე კი ჯერ ცოლს დაშორდა და შვილზე მეურვეობა ცოლმა აიღო. მანქანით დევნა მართვის მოწმობის ჩამორთმევით დამთავრდა, საბოლოო წერტილი კი კოკაინის მოხმარების დადასტურება გახლდათ. ბოლოს, მუტუს 15 მილიონის გადახდა დააკისრეს და კონტრაქტი გაუწყვიტეს.
2. სერხი გვარდიოლა – ბარსელონა
სერხი გვარდიოლა 2015 წელს “ბარსელონა ბ”-სთან კონტრაქტს აფორმებს, 1 საათში კი “ბარსელონა” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და გვარდიოლას კლუბიდან უშვებს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება გვარდიოლას ტვიტები, სადაც ფეხბურთელი “ბარსელონას” და კატალონიას შეურაცხყოფას აყენებს და ყველა პოსტს Hala Madrid-ით იწყებდა.
გვარდიოლამ მისი კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
3. აჰნ იუნგ ჰვანი – პერუჯა
როცა აჰნ-იუნგ ჰვანმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს 117-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა, ჰვანი კორეაში პრაქტიკულად ეროვნულ გმირად გამოაცხადეს.
მე-2 დღეს ჰვანმა გაიგო, რომ “პერუჯას” პრეზიდენტმა ის გუნდიდან გააგდო.
“მე არ მაქვს არანაირი სურვილი ხელფასი ვუხადო მას, ვინც იტალიური ფეხბურთი გაანადგურა. ის ფენომენალური მხოლოდ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ იყო, მე ნაციონალისტი ვარ და ეს ჯელტმენი პერუჯაში ფეხს ვეღარ დაადგამს” – განაცხადა ლუჩანო ჯაუჩიმ.
4. ხულიო რეი – დეპორტივო
გვარდიოლას მსგავსი რამ შეემთხვევა ხულიო რეის, რომელიც “დეპორტივომ” გაიფორმა და ფანებმა მისი “ტვიტერის” ექაუნთი ნახეს, სადაც ხულიო “დეპორტივოს” შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა.
რეიმ სოციალურ ქსელში ექაუნთი მალევე წაშალა, მაგრამ გუნდიდან მაინც გაუშვეს.
5. და რა თქმა უნდა, ნიკა კაჭარავა.
26 დეკემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში “აპოელი” საკუთარ მოედანზე “ომონიას” დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.
ამ მატჩს გურამ კაშიასთან ერთად “ანორთოსისის” თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ესწრებოდა. 58-ე წუთზე ქვილითაიამ სტუმართა კარში გოლი გაიტანა, კაშიამ კი სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ზეიმობდა თანამემამულის გოლს. კადრში გამოჩნდა კაჭარავაც.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ანორთოსისის” ფანებმა კაჭარავა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ეს კლუბი “აპოელის” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქედ ითვლება. ამის გამო, ქართველ თავდამსხმელს ბოდიშის მოხდაც მოუწია: