5 ფეხბურთელი, რომლებიც გუნდიდან ყველაზე უცნაური მიზეზებით გააგდეს

თარიღი: დეკემბერი 28, 2021

“ანორთოსისმა” ქართველი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა გუნდიდან “აპოელის” გიორგი ქვილითაიას გოლის გატანის დროს ვიდეოში გამოჩენილი ღიმილისთვის გაუშვა. Fanebi.com წარმოგიდგენთ 5 საოცარ შემთხვევას, რა დროსაც ფეხბურთელები გუნდიდან უცნაური მიზეზების გამო გაუშვეს.

1. ადრიან მუტუ – ჩელსი

2003 წელს ადრიან მუტუ “პარმადან” “ჩელსიში” გადავიდა და მას შემდეგ მის ცხოვრებაში ყველაფერი აირია. თავიდან 3 მატჩში 4 გოლი შეაგდო, მერე კი ჯერ ცოლს დაშორდა და შვილზე მეურვეობა ცოლმა აიღო. მანქანით დევნა მართვის მოწმობის ჩამორთმევით დამთავრდა, საბოლოო წერტილი კი კოკაინის მოხმარების დადასტურება გახლდათ. ბოლოს, მუტუს 15 მილიონის გადახდა დააკისრეს და კონტრაქტი გაუწყვიტეს.

2. სერხი გვარდიოლა – ბარსელონა 

სერხი გვარდიოლა 2015 წელს “ბარსელონა ბ”-სთან კონტრაქტს აფორმებს, 1 საათში კი “ბარსელონა” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და გვარდიოლას კლუბიდან უშვებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება გვარდიოლას ტვიტები, სადაც ფეხბურთელი “ბარსელონას” და კატალონიას შეურაცხყოფას აყენებს და ყველა პოსტს Hala Madrid-ით იწყებდა.

გვარდიოლამ მისი კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

3. აჰნ იუნგ ჰვანი – პერუჯა

როცა აჰნ-იუნგ ჰვანმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს 117-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა, ჰვანი კორეაში პრაქტიკულად ეროვნულ გმირად გამოაცხადეს.

მე-2 დღეს ჰვანმა გაიგო, რომ “პერუჯას” პრეზიდენტმა ის გუნდიდან გააგდო.

“მე არ მაქვს არანაირი სურვილი ხელფასი ვუხადო მას, ვინც იტალიური ფეხბურთი გაანადგურა. ის ფენომენალური მხოლოდ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ იყო, მე ნაციონალისტი ვარ და ეს ჯელტმენი პერუჯაში ფეხს ვეღარ დაადგამს” – განაცხადა ლუჩანო ჯაუჩიმ.

4. ხულიო რეი – დეპორტივო

გვარდიოლას მსგავსი რამ შეემთხვევა ხულიო რეის, რომელიც “დეპორტივომ” გაიფორმა და ფანებმა მისი “ტვიტერის” ექაუნთი ნახეს, სადაც ხულიო “დეპორტივოს” შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა.

რეიმ სოციალურ ქსელში ექაუნთი მალევე წაშალა, მაგრამ გუნდიდან მაინც გაუშვეს.

5. და რა თქმა უნდა, ნიკა კაჭარავა.

26 დეკემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში “აპოელი” საკუთარ მოედანზე “ომონიას” დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

ამ მატჩს გურამ კაშიასთან ერთად “ანორთოსისის” თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ესწრებოდა. 58-ე წუთზე ქვილითაიამ სტუმართა კარში გოლი გაიტანა, კაშიამ კი სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ზეიმობდა თანამემამულის გოლს. კადრში გამოჩნდა კაჭარავაც.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ანორთოსისის” ფანებმა კაჭარავა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ეს კლუბი “აპოელის” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქედ ითვლება. ამის გამო, ქართველ თავდამსხმელს ბოდიშის მოხდაც მოუწია:



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

შევჩენკო პოლონეთის ნაკრებს ვერ ჩაიბარებს

ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს სათავეში ვერ ჩაუდგება. როგორც უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი წერს, შევჩენკომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკა კაჭარავა სამხრეთ კორეაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას სამხრეთ კორეის მე-2 ლიგაში გააგრძელებს. Goal.philenews-ის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ჯაბა კანკავამ 35 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრების უვკე ყოფილმა კაპიტანმა ამის შესახებ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გადაწყდა: როდის წარადგენს “ჰალი” არველაძეს?

შოთა არველაძე სულ მალე ჩემპიონშიპის ბინადარ “ჰალ სიტის” ჩაიბარებს და საქმეში ოფიციალურად ჩაერთვება. BBC-ის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯუღელის კვალი? იმრანი რუსეთში მიდის

თბილისის “ლოკომოტივის” 24 წლის მაროკოელი ნახევარმცველი ულად-ომარ იმრანი “როტორს” თურქულ შეკრებაზე გაყვა. ფინანსური პრობლემების...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზვიად კუპატაძე: “ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა̶

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ელგუჯა ლობჯანიძე “დინამოში” დაბრუნდა

29 წლის ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას “დინამო ბათუმში” გააგრძელებს. ელგუჯა ბოლოს ყაზახურ “ტობოლში” თამაშობდა, რომელთან კონტრაქტი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” პირველი ტრანსფერი განახორციელა

“თელავი” სეზონის დასრულების შემდეგ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, გიორგი ჯანელიძე, ირაკლი რუხაძე, თორნიკე ძოწენიძე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთას პირველი საფიქრალი – “ტოტენჰემი” “ჰალის” ვუნდერკინდში 8

შოთა არველაძე “ჰალ სიტის” საჭეს სულ მალე ჩაიბარებს, თუმცა “ჰალი” უკვე შესწავლილი ექნება და იცის, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი: “ჩემი ბრალია, რომ ბენზემამ პენალტი ვერ გამოიყენა”

23 იანვარს, ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და ფრედ 2:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძეს ინგლისში პირველი ფან-სიმღერა მიუძღვნეს

48 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე სულ მალე “ჰალ სიტის” ჩაიბარებს. მთელი დღეა ერთ-ერთი მთავარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“უოტფორდმა” ჰოჯსონი დანიშნა

“უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე როი ჰოჯსონი დაინიშნა. მას რეი ლევინგტონი დაეხმარება. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლაჰოვიჩის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

“ფიორენტინას” თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის საცხოვრებელ სახლთან ფლორენციის პოლიცია მობილიზდა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ ვერ მიდის არველაძე ინგლისში?

“ჰალ სიტიმ” რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის, გრანტ მაკკანის გათავისუფლება. გუნდში შოთა არველაძეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ყიფიანი: “Europebet უპრეცედენტო თანხას გვთავაზობდა”

თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა  Bmg-ის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრა. “უპრეცედენტო შემ...
წაკითხვა