5 ფეხბურთელი, რომლებიც მომავალში შესაძლოა თავიანთი გუნდის ლეგენდები გახდნენ
Fanebi.Com წარმოგიდგენთ იმ 5 ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელთაც მომავალში კარგი შანსი აქვთ, მათი გუნდების ლეგენდები გახდნენ.
5. ჯეკ უილშირი – 23 წლის ფეხბურთელს აქვს კარგი შანსი, გახდეს ლონდონელთა ლეგენდა. ინგლისელი “მეთოფეთა” ერთგულია, რაზეც მიუთითებს ის ფაქტიც, რომ უილშირმა აგენტის ყოლაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოება.
4. ფილიპე კოუტინიო – 22 წლის სუპერ-ბრაზილიელს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რათა მომავალში მერსისაიდელთა ლეგენდა იყოს. ის უკვე ამჟამადაა “წითლების” ლიდერი, რომელიც ყოველ მატჩში ახერხებს პუბლიკის გაოცებას. ფელიპემ დაამტკიცა, რომ მისთვის არამედ ფული, არამედ ფეხბურთია მთავარი და რამდენიმე ხნის წინ “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტიც გააფორმა.
3. პოლ პოგბა – 21 წლის მიუხედავად, ფრანგი “იუვენტუსის” ნამდვილი ლიდერი და ნახევარდაცვის დირიჟორია, ანდრეა პირლოსთან ერთად. იგი თუ უერთგულებს ტურინულ კლუბს, მომავალში აუცილებლად გახდება “ბებერი სინიორების” ლეგენდარული ფეხბურთელი.
2. ედენ აზარი – უდავოა, რომ 24 წლის ფეხბურთელი ამჟამად “ჩელსის” ლიდერია. ჟოზე მოურინიო გუნდის თამაშს სწორედ ბელგიელზე აწყობს და თუ ედენი ფორმაში არაა, მაშინ “არისტოკრატთა” საქმე კარგად არ არის.
1. ნეიმარი – 23 წლის ბრაზილიელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს კატალონიურ კლუბში, რაც “ბლაუგრანას” შედეგზეც მშვენივრად აისახა. ბრაზილიელი ლეოსთან ერთად “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ლიდერია და დარწმუნებული ვარ, ნეიმარი სულ მალე “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი იქნება.