5 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი “ბარსელონას” ისტორიაში
5. რიჩარდ დატრელი
რიჩარდი დიდი ხნის მანძილზე ირიცხებოდა “ბარსელონაში”. დატრელი კატალონიურ გრანდში ფრანგული “პსჟ”-დნ გადავიდა, სადაც ბრწყინვალედ ასპარეზობდა, თუმცა ფრანგმა მეკარემ ესპანური გუნდის გულშემატკივრები გააწბილა. რიჩარდი ესპანეთში 2000-2002 წლებში თამაშობდა, სადაც კატალონიელთა მაისურით, მხოლოდ 15 შეხვედრა ითამაშა.
4. ფაბიო როკემბეკი
ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს “ბარსელონაში” თამაშზე. ფაბიოს ეს ოცნება 20 წლის ასაკში აუხდა. ის 2001 წელს ბრაზილიური “ინტერნასიონალიდან” გადავიდა “ბლაუგრანაში”, თუმცა დიდი ზეწოლის გამო, კატალონიის დატოვება მოუწია. 4 წლის განმავლობაში, მან 45 მატჩში ითამაშა და მხოლოდ 4 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. 2005 წელს ფაბიო “სპორტინგში” გაანათხოვრეს, რის შემდეგაც მომდევნო წელს ინგლისურ “მიდლბროს” მიჰყიდეს.
3. სერხიო სანტამარია
ის, რომ თამაშობ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში არ ნიშნავს ვარსკვლავობას. ეს წინადადება შეიძლება გამოვიყენოთ სერხიო სანტამარიას კარიერის დახასიათებაზე. ის იზრდებოდა ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან: ხავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და კარლეს პუიოლი. მიუხედავად ამისა, სანტამარიამ “ბარსელონას” მთავარ გუნდში, მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა.
2. სანტიაგო ესკუერო
სანტიაგო ესკუერო იყო კარგი თავდამსხმელი, მაგრამ არა “ბარსელონას” დონის. “ატლეტიკში” ჩატარებული 300 მატჩის შემდეგ, ის კამპ ნოუზე გადავიდა, თუმცა სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ 24 თამაშში მიიღო მონაწილეობა. 2008 წელს ის “ოსასუნაში” გადავიდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო და კარიერა დაასრულა.
1. ალფონსო პერესი
ზოგჯერ ჯობია, რომ შედარებით დაბალი დონის გუნდში ითამაშო და რეგულარულად, ვიდრე გრანდში და ცოტა. კატალონიელ გულშემატკივრებს მან თავი ძალიან ცუდად დაამახსოვრა, 21 მატჩში, მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ პერესი მადრიდის ახალგაზრდულ აკადემიაში აღიზარდა.
ავტორი: გოგა ნაჭყებია