5 რეკორდი, რომლებსაც რონალდუ და მესი ვერ დაამხობენ
Fanebi.com წარმოგიდგენთ უკვდავი რეკორდების ხუთეულს.
5. ყველაზე მეტი გოლი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
ამ რეკორდის ავტორი ირანელი ფეხბურთელი ალი დაი, რომელმაც კარიერა 2007 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე 149 შეხვედრაში გატანილი 109 გოლია. გარდა ამისა, ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სანაკრებო დონეზე 100-გოლიან ზღვარს გადააჭარბა. მოქმედი ფეხბურთელებიდან მისი რეკორდის დამხობის თეორიული შანსი მხოლოდ რობი კინს აქვს, თუმცა მის ანგარიშზე ჯერჯერობით 138 შეხვედრაში გატანილი 65 გოლია.
4. მეკარის მიერ გატანილი ყველაზე მეტი გოლი
ამ პოზიციის გმაოკვეთილი ლიდერი ბრაზილიელი როჟერიო სენია. “სან პაულოს” მეკარე ჯარიმების და პენალტების შესრულების ოსტატია. ამ ეტაპზე მის ანგარიშზე 123 გოლია. შედარებისათვის, სათამაშო კარიერის დაახლოებით იმავე პერიოდში მინდვრის მოთამაშე რაიან გიგზის ანგარიშზე 111 გოლია
3. მუნდიალზე გატანილი ყველაზე მეტი გოლი
მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლად ტურნირზე საშუალოდ 5-6 გოლის გატანა სავსებით საკმარისია. თუმცა, შვედეთში გამართულ 1958 წლის ჩემპიონატზე ეს ასე არ აღმოჩნდა. ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა მისთვის პირველ და კარიერაში ერთადერთ მუნდიალზე 13 გოლის გატანა შეძლო და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური რეკორდით შევიდა.
2. ზედიზედ 5 გამარჯვება ჩემპიონთა თასზე
1956 წელს მადრიდის “რეალმა” ევროპის ჩემპიონთა თასის პირველი გათამაშება მოიგო. ეს ტრიუმფი ზედიზედ ხუთი მოგებული ტიტულიდან პირველი გახდა. ასეთი შედეგის გამეორება ვერცერთმა გუნდმა ვეღარ შეძლო.
1. ერთ ქალაქში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის გამარჯვება ჩემპიონთა თასზე
უნიკალური რეკორდი შოტლანდიურ “სელტიკს” ეკუთვნის, რომელმაც კლუბის ისტორიაში პირველი და ერთადერთი ჩემპიონთა თასი 1963 წელს მოიგო. ფინალურ შეხვედრაში გლაზგოელებმა ლისაბონში მილანის “ინტერს” 2:1 სძლიეს და ტურნირის ტრიუმფატორი პირველი ბრიტანული გუნდის წოდებაც მოიპოვეს. გარდა იმისა, რომ “სელტიკის” ყველა ფეხბურთელი გლაზგოდან იყო, გუნდის 14 წევრი სტადიონიდან 20 კილომეტრის რადიუსში იყო დაბადებული.