5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთა გუნდებიც პრემიერ ლიგიდან გავარდნენ

თარიღი: ივლისი 19, 2016

ბრიტანულმა საფეხბურთო პორტალმა Football 365-მა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა გუნდებმაც პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ ხუთეულში საქართველოს ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ქინქლაძეც მოხვდა.


როი კინი (“ნოტინგემ ფორესტი”, 1993 წელი)

მართალია, როი კინს მთელი მსოფლიო ისე იცნობს, როგორც აგრესიულად მოთამაშე ფეხბურთელს, მაგრამ თავის დროზე, როცა ის “ნოტინგემ ფორესტის” ღირსებას იცავდა, სხვა თვისებებით გამოირჩეოდა. მას კარგი პასი და დარტყმა ჰქონდა, ხშირად ტექნიკურად მოქმედებდა. უდაოდ, მაშინ ირლანდიელი ნახევარმცველი თავისი გუნდის კაშკაშა ვარსკვლავი იყო.

“ნოტინგემმა” საწყის ტურებში “ლივერპულის” დამარცხებაც შეძლო, თუმცა საბოლოოდ, კლუბმა ცხრილში 22-ე პოზიცია დაიკავა და პრემიერ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.


გიორგი ქინქლაძე (“მანჩესტერ სიტი”, 1996 წელი)

kinkladze

გიორგი ქინქლაძე “სიტის” ფანებისათვის ყველაფერი იყო, არის და იქნება. ქართველი ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტის” ისტორიაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად არის. ის გუნდის ლიდერი იყო. მისთვის რამდენიმე მეტოქე პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან შეეძლო ნებისმიერი მათგანი თავისი მომაჯადოვებელი ფინტებით მოეტყუებინა. თუმცა, მხოლოდ ქინქლაძე საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ “ქალაქელებს” პრემიერ ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინათ.

ქინქლაძემ “მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგიდან გავარდნის შემდეგაც არ მიატოვა, რის გამოც ფანებმა ის კიდევ უფრო შეიყვარეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ ქინქლაძეს “ბარსელონასთან”, “ლივერპულთან” და “ინტერთან” აკავშირებდნენ.


ჟუნინიო (“მიდლსბრო”, 1997 წელი)

ჟუნინიო ინგლისში ჩასვლის შემდეგ “მიდლსბროს” ფანების სიყვარული მალევე მოიპოვა. შემტევი ნახევარმცველი თავისი ტექნიკური მოძრაობებით გამოირჩეოდა. ბრაზილიელი გუნდის ლიდერად ითვლებოდა.

1996-97 წლების სეზონი “მიდლსბროსათვის” ცუდად დასრულდა. კლუბმა ცხრილში მე-19 ადგილი დაიკავა და პრემიერ ლიგას დაემშვიდობა. ამის შემდეგ, ჟუნინიომ კარიერა მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელა.


პაოლო დი კანიო (“ვესტ ჰემი”, 2003 წელი)

2002-2003 წლების სეზონში “ვესტ ჰემში” ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც მაიკლ კერიკი, ჟერმეინ დეფო, ფრედერიკ კანუტე, დევიდ ჯეიმსი, ლეს ფერდინანდი, ჯო კოული და გლენ ჯონსონი იყვნენ. თუმცა, მათ შორის დი კანიოს გამორჩევა ნამდვილად შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა იმ სეზონში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა, მან ცხრა გოლის გატანა მაინც მოახერხა.


მარკ ვიდუკა (“ლიდსი”, 2004 წელი)

“ლიდსმა” 2003-2004 წლების სეზონი მე-19 ადგილზე დაასრულა და პრემიერ ლიგიდან გავარდა. მართალია, წინა სეზონში ვიდუკას 20 გოლი “ლიდსს” პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა, თუმცა შემდეგ იგივი აღარ გამეორდა. 2004 წელს ავსტრალიელი თავდამსხმელი “მიდლსბროს” შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მესამე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   A […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიოგო ჟოტა “ლივერპულის” ისტორიაში მე-1000 გოლის ავტორი გახდა (ვიდეო)

ჟოტას გოლი “მიდტიულანდის” კარში იხილეთ ვიდეო ⚽️ Diogo Jota scoring the 𝟏𝟎,𝟎𝟎𝟎 goal in Liverpool […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამ უკანასკნელმა განცხადება 27 ოქტომბერს მოწვეულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიმიხის შესანიშნავი გოლი მოსკოვის “ლოკომოტივის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL ! Kimmich scores vs Lokomotic Moscow. 1-2 pic.twitter.com/khdgMZJQuW — OnlyFootballClips (@OnlyFootballCl1) October […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “პანდემია რომ ჩაივლის, მსოფლიო ვარსკვლავებს ბათუმის სტადიონზე ჩამოვიყვა

საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის სტადიონის გახსნაზე ისაუბრა. “მსოფლიოს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ერიქსენს “ინტერის” დატოვება სურს

მილანის “ინტერის” ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს გუნდის გამოცვლა სურს. დანიელი ფეხბურთელი “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” “ნერაძუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა!

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ბართომეუ უახლოეს ხანებში ამის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა და გაიხსნა!

ათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა. 27 ოქტომბერს დასრულებული სტადიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანს “ბარსელონას” დატოვებას ურჩევენ

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბიქსენტ ლიზარაზუ თვლის, რომ ანტუან გრიზმანმა “ბარსელონას” დატოვებაზე უნდა იფიქროს. “გრიზმანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A-ს პრეზიდენტი: “სისტემა კოლაფსის წინაშე დგას”

სერია A-ს პრეზიდენტი, პაულო დალ პინო, იტალიის მთავრობას აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფეხბურთის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ტოტენჰემში” პრიმადონების ადგილი არ არის”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “ბარნლისთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა. პორტუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის და სად გაიმართება მომდევნო “ელ კლასიკო”?

მთელი საფეხბურთო სამყარო თანხმდება, რომ მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩემპიონობით გამოსწორდება ეს ყველაფერი? თამასა ეგრეა შენთვის?” – “

თბილისის “დინამოს” ფანები ეროვნულ ლიგაში გამართული ერთ-ერთი მატჩის შემდეგ გუნდის ფეხბურთელებს შეხვდნენ. საუბრის თემა ევროტურნირებზე [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “ყველას გვინდა, რომ მესიმ კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს̶

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ზაფხულში არგენტინელ სუპერვარსკვლავს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა “რომას” გოლი მე-2 წუთზე გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Goal Zlatan Ibrahimovic. AC Milan 1:0 AS Roma #MilanRoma #ForzaMilan pic.twitter.com/BIHncRDPx1 — FTTV […]...
წაკითხვა