5 წესი ფეხბურთში, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არაფერი იცოდით

თარიღი: მარტი 25, 2020

ძალიან რთულია, ადამიანმა ფეხბურთის ყველა წესი იცოდეს. პროფესიონალმა ფეხბურთელებმაც კი არ იციან ბევრი წესის შესახებ.

წარმოგიდგენთ ხუთ საფეხბურთო წესს, რომელთა შესახებაც შესაძლოა, აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდათ.


1. თუ გოლს გაიტან, მაგრამ დარტყმის შემდეგ ბურთი გასკდება და კარებში ასე მოხვდება, გოლი არ ჩაითვლება.


2. ფეხბურთელისათვის წითელი ბარათის ჩვენება მატჩის დაწყებამდეც შეიძლება

ასეთი რამ მოხდა 2017 წელს, როცა “მარსელი” ევროპის ლიგის მატჩში “გიმარაეშს” ხვდებოდა. ფრანგული გუნდის მარცხენა მცველი პატრის ევრა შეხვედრის დაწყებამდე, გახურებისას ფანებს დაუპირისპირდა. მან ამის გამო წითელი ბარათი მიიღო.


3. გუნდს შეუძლია თამაში შვიდი ფეხბურთელითაც დაიწყოს


4. თუ საკუთარ კარში გოლს საჯარიმო დარტყმით ან აუტიდან გაიტან, გოლი არ ჩაითვლება

იმ შემთხვევაში, თუ საჯარიმო დარტყმით ან აუტიდან საკუთარ კარში გოლს გაიტან ისე, რომ ბურთს სხვა არცერთი მოთამაშე არ შეეხება, გოლი არ ჩაითვლება. ასეთ დროს მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ კუთხური ინიშნება.


5. პენალტების სერიის დროს ორივე გუნდში თანაბარი რაოდენობის ფეხბურთელები უნდა იყვნენ

თუ პენალტების სერიას ერთი გუნდი კაცნაკლული ხვდება, მაშინ მოწინააღმდეგე გუნდის რიგებშიც დამრტყმელთა რაოდენობა უნდა შემცირდეს. მაგალითად, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არბიტრმა საფრანგეთის ნაკრების კაპიტან ზინედინ ზიდანს წითელი ბარათი უჩვენა. საფრანგეთი პენალტების სერიას ათი ფეხბურთელით შეხვდა, იტალიელებს კი ერთი მოთამაშის დათმობა მოუწიათ. თერთმეტმეტრინების სერიის დროს იტალიელებს ჯენარო გატუზო გამოაკლდათ.

მსგავსი სიახლეები