5 ვარსკვლავი, რომლებმაც ახალგაზრდობაში დიდ კლუბებში დამკვიდრება ვერ შეძლეს
5. ანდრეა პირლო
ანდრეა პირლო 2001 წლამდე “ინტერში” ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ “მილანში” გადავიდა, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია.
4. მატს ჰუმელსი
ბევრმა არ იცის, რომ მატს ჰუმელსი “ბაიერნის” აკადემიაში მაშინ მივიდა, როცა 7 წლის იყო, კლუბიდან კი 20 წლის ასაკში დატოვა და დორტმუნდის “ბორუსიას” მიაშურა.
3. პოლ პოგბა
პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” სათანადოდ ვერ დააფასეს და ალბათ, ამ კლუბში მომუშავე ადამიანები მის გაშვებას ახლაც ნანობენ.
2. პიერ-ემერიკ ობამეიანგი
“მილანმა” ობამეიანგი ჯერ რამდენიმე კლუბში გაანათხოვრა, შემდეგ კი ის მთლიანად გაასხვისა. გაბონელმა ფეხბურთელმა “სენტ-ეტიენში’ გაიბრწყინა, ახლა კი “ბორუსიას” ერთ-ერთი ლიდერია.
1. კევინ დე ბრუინი
დე ბრუინი 21 წლის იყო, როცა “ჩელსიში” მოხვდა, თუმცა ლონდონელთა რიგებში არაფერი გამოუვიდა. ახლა ის ისევ ინგლისში, “მანჩესტერ სიტის” რიგებში ასპარეზობს.