50 000 ფანი პეტიციით “რეალისთვის” 10-გზის ჩემპიონის სტატუსის ჩამორთმევას ითხოვს
პირველი 5 ევროპის თასი, რომელიც მადრიდის “რეალმა” მოიგო არ არის ჩემპიონთა ლიგის ტოლფასი, შესაბამისად უსამართლოა, როცა გვაჯერებენ, რომ “რეალს” ჩემპიონთა ლიგა 10-ჯერ აქვს მოგებული. ასე თვლის Change.Org-ზე არსებული პეტიციის ავტორი, რომელსაც კიდევ 50, 000 ადამიანი უჭერს მხარს.
პეტიციაში ვკითხულობთ, რომ 1955-56 და 1959-60 წლებში ევროპის თასი ჩემპიონთა ლიგისაგან განსხვავებულ ფორმატში ტარდებოდა, რაც დიდ განსხვავებას წარმოადგენს.
როგორც იცით, “რეალმა” ევროპის თასი და ჩემპიონთა ლიგა საერთო ჯამში 10-ჯერ მოიგო. “ბლანკოსი” ძალიან ახლოს არის მე-11 ტიტულამდეც, რამეთუ ისინი 28 მაისს ლიგის ფინალში “ატლეტიკოს” უნდა დაუპირისპირდნენ.
ესპანელი მომხმარებლის, ‘Justicia Deportiva’-ს მიერ შექმნილ პეტიციაში ვკითხულობთ:”სპორტისა და დემოკრატიის სახელით ვითხოვთ და იმედი გვაქვს, რომ იმ თასებს, რომლებიც “რეალმა” 1995-96 და 1959-60 წლებში მოიგო ბათილად ჩათვლიან.
ეს კი იქნება იმის აღიარება, რომ ამ ტიტულებს არანაირი საერთო არ აქვთ იმ ტურნირთან, რომელსაც დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის სახელით მოვიხსენიებთ.”