50 Cent-ის პასუხი, როცა ნურმაგედოვმა ის დაღესტანში დაპატიჟა (ფოტო)
რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა რეპერმა, 50 Cent-მა განაცხადა, რომ თუ ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ის დატოვებს და ბელატორში გადავა, ის მზადაა ამაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადოს. მისი აზრით, UFC დაღესტნელ სპორტსმენს უსამართლოდ ექცევა. რეპერის პოსტს ხაბი ნურმაგომედოვიც გამოეხმაურა, რომელმაც 50 Cent-ი დაღესტანში დაპატიჟა.
“თუ გინდა ნახო ადგილი, სადაც ნამდვილი მამაკაცები დაიბადნენ, დაღესტანში გეპატიჟები. მადლობა მხარდაჭერისათვის, შენ ნამდვილი კაცი ხარ!” – წერს ნურმაგომედოვი.
14 ოქტომბერს 50 Cent-მა ხაბიბის ამ შეთავაზებას კვლავაც Instagram-ის საშუალებით უპასუხა: “ხაბიბ ნურმაგომედოვის შემოთავაზებას ვიღებ. მას შემდეგ, რაც ძალაუფლების (ამერიკული სერიალი, რომელშიც 50 Cent მონაწილეობს – ავტ.) გადაღებებ დასრულდება, ვაპირებ ნურმაგომედოვსა და მის გუნდს დაღესტანში ვეწვიო.”