WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (459331) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

50 შვილის მამა, ძებნილი – კონკაკაფის ლიგაში სურინამის 60 წლის ვიცე-პრეზიდენტმა ითამაშა

თარიღი: სექტემბერი 22, 2021

22 სექტემბერს კონკაკაფის ლიგაში სურინამულმა “ინტერ მუნგოტაპუმ” საკუთარ მოედანზე ჰონდურასის “ოლიმპია” მიიღო და ანგარიშით 0:6 დამარცხდა.

ამ მატჩში მომხდარმა მსოფლიო პრესის ყურადღება მიიქცია. მიზეზი ის არის, სურინამის ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა რონი ბრუნსვაიკმა მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანი 53-ე წუთზე დატოვა, ეს მისი დებიუტი იყო პროფესიონალ ფეხბურთში. უფრო მეტაც უცნაური ის არის, რომ ბრუნსვაიკი 60 წლისაა. სურინამის ვიცე-პრეზიდენტი “ინტერ მუნგოტაპუს” მფლობელია.

ბრუნსვაიკი “ოლიმპიასთან” განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის ინტერპოლით ძებნილთა სიაშია და თუ საკუთარ ქვეყანას დატოვებს, დააპატიმრებენ. მას ბრალი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ედება.

აღსანიშნავია, რომ სურინამის ვიცე-პრეზიდენტს 50 შვილი ჰყავს. მან ახალგაზრდობაში ბანკი გაძარცვა, ახლა კი დიდი რაოდენობით ოქროს მფლობელია. ბრუნსვაიკმა 2002 წელს საკუთარ კლუბს სტადიონი აუშენა, რომლის სახელიც “რონი ბრუნსვაკსტადიონია”.

დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ, ბრუნსვაიკი “ოლიმპიას” გასახდელში შევიდა და საკუთარი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს თანხა გადასცა. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.



მსგავსი სიახლეები