50 წელი დიდი გამარჯვებიდან
18 ნოემბერი ქართული ფეხბურთში პირველი, დიდი გამარჯვების დღეა. 1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის დინამოელები პირველად გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. რეგულარულ ჩემპიონატში თბილისურმა გუნდმა და მოსკოვის ტორპედომ 46-46 ქულა დააგროვეს, რის გამოც ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის გამართვა გახდა საჭირო. ოქროს მატჩი ტაშკენტში, 50 წლის წინ- 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევრის დებიუტში კი ანგარიში მოსკოველმა- შერბაკოვმა გახსნა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე- ილია დათუნაშვილმა ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრის ძირითადი დროც ფრედ- 1:1 დასრულდა. დამატებით პირველ ტაიმში დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა ფაქტობრივად გადაწყვიტეს ჩემპიონის ვინაობა… მეოთხე ტაიმში მოსკოველი მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა- სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა- 4:1.
ჩვენმა გუნდმა პირველად მოიპოვა სსრკ-ს ჩემპიონატის ოქროს მედლები. ოქროს მატჩში დინამოს ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. მთავარი მწვრთნელი- გავრილ კაჩალინი გახლდათ, გუნდის უფროსი კი- ავთანდილ ღოღობერიძე.
fcdinamo.ge