59 წლის ქალმა მოურინიოს პატივსაცემად სხეულზე 20 ტატუ გამოისახა (ფოტო)
59 წლის ქალბატონმა ვივიენ ბოდიკოტმა ჟოზე მოურინიოს პატივსაცემად სხეულზე ოცი განსხვავებული ფორმისა და ზომის ტატუ გამოისახა.
“მოურინიო ჩინებული მამაკაცია. ის უბრალოდ “განსაკუთრებული” კი არა, ერთადერთი გახლავთ. მოვკვდები, ცოცხლად რომ დავინახო. გაზეთში მის ფოტოს რომ ვხედავ, მუხლები მეკვეთება. შობა დღეს გავიგე, რომ “ჩელსიმ” ჟოზე გაათავისუფლა და ამის გამო სადღესასწაულო ვახშამი გავაუქმე. მინდოდა, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დღე არ გავა, რომ ინტერნეტში ჟოზეს ფოტოები არ დავათვალიერო. მე მასზე შეყვარებული ვარ. თუ ის “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს და სხვა ქვეყანაში წავა, ბრიტანულ გუნდებს მეც დავემშვიდობები. ჩემი ტატუები სხვადასხვა ფასებისაა, ბოლოს გაკეთებულში 250 ფუნტი გადავიხადე. ყველა ერთად ჯამში, ალბათ, 800 ფუნტის ღირებულებისა იქნება”, – ციტირებს ქალბატონის სიტყვებს “მირორი”.
ვივიენ ბოდიკოტის მეუღლე, 76 წლის ტონი ამ ახირების გამო არ ეჭვიანობს, პირიქით – ტატუს გასაკეთებლად თანხასაც აძლევს. ქალბატონს ოთხი შვილიშვილი ჰყავს.