6 ნოემბერი დინამოს ისტორიაში
ხუთშაბათს 6 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართება. დინამო თბილისი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.
6 ნოემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მტკვრისპირელთა აქტივში ოთხი გამარჯვებაა. ორი მატჩი ფრედ დასრულდა და სამჯერ მეტოქემ მიაღწია წარმატებას. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 13/11 დინამოს სასარგებლოდ.
1938 წელს თბილისელებმა მოსკოვის მეტალურგი 3:2 დაამარცხეს. იმ მატჩში ბერძენიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა. 1957 წელს დინამო სახლში დამარცხდა კიშინიოვის ბურევესტნიკთან სამი უპასუხო ბურთით. 1962 წელს ფრე 1:1 კიეველ თანაკლუბელებთან. გოლი საკუთარ კარში შჩეგოლკოვმა გაიტანა. 1976 წელს მარცხი მოსკოვის ტორპედოსთან 0:1. ერთი წლის შემდეგ ჩელებაძის და ყიფიანის გოლებით დინამოელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრი 2:0 დაამარცხეს. 1983 წელს თბილისელებმა სტუმრად მოსკოვში 1:0 აჯობეს ადგილობრივ ცსკა- ს. გამარჯვების გოლი ჩივაძემ გაიტანა.
1994 წელს დინამოელებმა რუსთავის მეტალურგი დაჯაბნეს 4:1. ყაველაშვილის დუბლს თითო გოლი კორღალიძემ და ნემსაძემ მიამატეს. 2002 წელს მტკვრისპირელებს ვიტ ჯორჯიამ 1:0 აჯობა, ხოლო 2011 წელს ისევ ვიტ ჯორჯიასთან დაპირისპირება ფრე 2:2. გოლები ალვაროს და კახელიშვილის ანგარიშზეა.
fcdinamo.ge