6 ქართველი ხელბურთელი ევროპულ საკლუბო სეზონს აგრძელებს

თარიღი: სექტემბერი 18, 2015

რუმინეთის ჩემპიონატს ხუთიდან 5 მოგებით ლიდერობს ვლადიმერ რუსიას კლუბი „ოდორჰეი“. ბოლო ორ შეხვედრაში რუსიას გუნდმა შინ 29:28 დაამარცხა „ვასლუი“, ხოლო შემდეგ სტუმრად, 34:23 მოუგო „უნივერსიტატია გალაცის. ქართველმა შუამარბმა კი ორივე მატჩში 3-3 გოლი გაიტანა. სულ რუსიამ ხუთიდან ერთი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და 4 შეხვედრაში 10 გოლი დაუგროვდა.

ლიდერთა შორისაა საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის ახალი კლუბი „რეშიცა“. ნაციონალ ლიგის დებიუტანტს 5 მატჩიდან 4 მოგება და 1 ფრე აქვს. მე-4 ტურში მათ შინ დაამარცხეს „კელერეში“ (28:25), ხოლო თევზაძემ განსაკუთრებით კარგად ითამაშა „ტარგუ ჟიუსტან“ სტუმრად მოგებულ მატჩში – 22:21.

ირაკლი ჩიქოვანის „ტიმიშოარას“ ხუთიდან 2 მოგება აქვს, ხოლო ქართველი 29 გოლით კლუბის საუკეთესო მეგოლეა. „ტიმოშოარამ“ ჯერ საკუთარ მოედანზე მოუგო „პლოეშტის“ (29:26 და ჩიქოვანმა 6 გოლი გაიტანა), მერე კი სტუმრად დამარცხდა რუმინეთის ჩემპიონ „ბაია მარესთან“ (24:29, 5 გოლი).

დაიწყო თურქეთის ჩემპიონატი, სადაც სეზონს ერთი ქართველი გაატარებს. რატი მსხვილიძემ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მისი კლუბი, „ტრაბზონ აქჩაბათი“ შინ დამარცხდა ზაგნოსთან – 20:29.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაზე ჯერჯერობით წარუმატებლად გამოდიან რევაზ ჭანტურიასა და სერგო დათუკაშვილის კლუბები. მაკედონიის „სტრუმიცას“ 4 მატჩიდან ერთი ფრე აქვს. ჭანტურიამ 5 გოლი გაიტანა სკოპიეს „ვარდართან“ საშინაო წაგებულ მატჩში (26:35), ხოლო ბელარუსში, სადაც მისი გუნდი 22:41 დამარცხდა „მეშკოვ-ბრესტთან“, 4-ჯერ გამოიჩინა თავი და 3 შეხვედრაში (ერთი წითელი ბარათის გამო გამოტოვა) 17 გატანილი ბურთი აქვს.

მოგება არა აქვს არც სერბეთის ჩემპიონ „ვოივოდინას“. სერგო დათუკაშვილის კლუბმა თავის მეორე ფრეს შინ, მეორე სერბულ კლუბთან, „სპარტაკ ვოიპუტთან“ მიაღწია (27:27), ხოლო 2 თამაში წააგო – შინ ხორვატიის „ზაგრებთან“ (24:26) და სტუმრად სეჰა-ლიგის ჩემპიონ, უნგრეთის „ვესპრემთან“ (21:44). ქართველი ვეტერანი ძირითდად დაცვაში თამაშობს და 1 გოლი მხოლოდ ხორვატებთან გაიტანა.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტონი ფერგიუსონი ხაბიბზე: “მას ეშინია და გარბის”

UFC-ის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს მასთან ჩხუბის ეშინია. როგორც იცით, გუშინ დაღესტნელმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბი: “მსოფლიო შოკშია და თქვენ გინდათ, რომ ხაბიბმა იჩხუბოს?”

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ ის 18 აპრილს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ არ იჩხუბებს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფერგიუსონი ხაბიბს: “18 აპრილი ახლოვდება და შენ რუსეთში იმალები”

UFC-ის ვარსკვლავმა, ტონი ფერგიუსონმა ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა და ის მასთან ჩხუბისაგან თავის არიდებაში დაადანაშაულა. როგორც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნურმაგომედოვი: “ვვარჯიშობ, მაგრამ არ ვიცი, რისთვის ვემზადები”

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ ის ახლა რუსეთში იმყოფება და ვარჯიშს დაღესტანში აგრძელებს. მისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯონ ჯონსი ნიუ მექსიკოს პოლიციამ დააპატიმრა

ნიუ მექსიკოს პოლიციამ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ჯონ ჯონსი დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველა TMZ-მ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იაპონიაში კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა, რომელსაც 10000 ადამიანი დაესწრო (ფოტო, ვიდეო)

22 მარტს, იაპონიის ქალაქ საიტამაში, საიტამას სუპერ არენაზე კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა. ცხადია, ეს ტურნირი თვეებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიდო

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ღონისძიების ერთი წლით გადადებაზე შეთანხმდნენ. მიზეზი ცხადია, კორონავირუსის გამო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკგრეგორი: ” იტალიაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, ყოველდღე ვლოცულობ მათთვის”

მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიას ებრძვის. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა იტალიაში, სადაც ყოველდღე ამ ვირუსს დაახლოებით 700 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი მე-6 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, XIV დღე იუტაკაიამა – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი – 6:8 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება – როგორ დაამარცხა ტოჩიმ კაგაიაკი (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, XI დღე ტოჩინოშინი – კაგაიაკი იხილეთ ვიდეო ტოჩინოშინის ბალანსი: 5-6...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, X დღე შოჰოძანი – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვი: “უბრალოდ ჩაგვკეტეთ დარბაზში და თქვენ ნახავთ ჩემპიონს”

სოციალურ ქსელში აქტიურმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა Instagram-ში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. დაღესტნელი მებრძოლი ტონი ფერგიუსონთან მოახლოებულ ბრძოლას [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, VIII დღე ტოჩინოშინი – ტამავაში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბმა ფერგიუსონთან ბრძოლის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში უამრავი სპორტული ღონისძიება გაუქმდა. არის საუბრები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, 18 აპრილს […]...
წაკითხვა