6 წლის ბიჭუნამ ერთ სეზონში 120 გოლი გაიტანა
ინგლისში უკვე ბევრმა ადამიანმა იცის, ვინ არის ფრედი შერფი. 6 წლის ბიჭუნამ თითქმის წარმოუდგენელი რამ მოახერხა და ერთ სეზონში 120 გოლის გატანა შეძლო.
ფრედი სამხრეთ ჰეიტონის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება. მას შემდეგ, რაც ის ამ გუნდში მივიდა, ჩატარებული 30 შეხვედრიდან 28 მათი გამარჯვებით დასრულდა.
“ბიჭი ძალიან ფეთქებადია. მახსოვს, როცა პირველად ვარჯიშზე მოვიდა, სამი გოლის გატანა შეძლო”, – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯეისონ ნოვისი.
როგორც გაირკვა, ფრედის მამა მაიკლ შერფიც ფეხბურთელი იყო და მან ბავშვობაში, ერთ სეზონში 44 გოლი გაიტანა, მაგრამ შვილმა მისი შედეგი გააუმჯობესა.
“ის იმიტომ დაიბადა, რომ ფეხბურთი ითამაშოს. ფრედის ყოველთვის სურს, რომ მისმა გუნდმა გაიმარჯვოს. ალბათ, ამით ის სხვა თანატოლებისაგან განსხვავდება”, – ამბობს მაიკლ შერფი.
მიუხედავად ასეთი კარგი თამაშისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე ბიჭუნა რომელიმე დიდ საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხება. როგორც მამამისი ამბობს, ის ჯერ-ჯერობით ფიქრობს, რომ ფრედი არსად უნდა წავიდეს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის ტოტალიზატორებში უკვე შეგიძლიათ განათავსოთ ფსონი, მოიგებს თუ არა ფრედი შერფი “ოქროს ბუცს”.