“60 000 ევრო შემომთავაზეს, რათა ნოვაკ ჯოკოვიჩი მეცდუნებინა” – სკანდალი სერბეთში

თარიღი: მარტი 21, 2021

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტის დასაწყისში ლეგენდარული როჯერ ფედერერის რეკორდი დაამხო და მას მსოფლიო რეტინგის სათავეში გატარებული კვირის რაოდენობით (310) გადაასწრო. ამ ფაქტის აღსანიშნავად, სერბმა სპორტსმენმა წვეულების მოწყობა გადაწყვიტა. როგორც მოგვიანებით, ჟურნალმა Svet & Scandal-მა გაარკვია, ამ წვეულების დროს, კონკრეტული პიროვნება ცდილობდა, რომ ჯოკოვიჩის ოჯახი დაენგრია და მისი კარიერისათვის საფრთხე მიეყენებინა.

ჟურნალის ცნობით, ერთ-ერთმა მდიდარმა პიროვნებამ ინგლისიდან მოდელის დაქირავება სცადა. მოდელ ნატალია შჩეკიჩს ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა ეცდუნებინა, რათა მასთან ერთად ღამე გაეტარებინა.

ამ ამბის შესახებ თავად ნატალია შჩეკიჩმა ისაუბრა:

“მართალია, მამაკაცი დამიკავშირდა. მას ვიცნობდი და სერიოზულ პიროვნებად მივიჩნევდი. ვიცოდი, რას საქმიანობდა. როცა მან შეხვედრა შემომთავაზა, მეგონა, ეს ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდა. თუმცა, საუბრისას უკვე მივხვდი, რომ ამას ჩემ ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მითხრა, რომ ნოვაკი უნდა მეცდუნებინა და ამის ამსახველი ვიდეო გადამეღო. ის ამაში 60 000 ევროსა და ნებისმიერ ადგილას მოგზაურობას მთავაზობდა. გამეცინა და მეგონა, მეტყოდა, რომ ეს ხუმრობა იყო, თუმცა ის სერიოზულად საუბრობდა. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.

მინდოდა, მისთვის სახეში წყალი შემესხა, მაგრამ საზოგადოებრივ სივრცეში ვიმყოფებოდით. შეხვედრა დავტოვე. იმედი მაქვს, მან არ იპოვა ვინმე ისეთი, ვინც ამ წინადადებაზე დათანხმდა, რადგან ნოვაკი ამას არ იმსახურებს. ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩი და სამაგალითო ადამიანია”, – განაცხადა მოდელმა Svet & Scandal-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

წარმოუდგენელი ძალა – რა გააკეთეს ლევან საგინაშვილმა და ზირაქაშვილმა დუბაიში? (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელები – ლევან საგინაშვილი და ირაკლი ზირაქაშვილი დუბაიში იმყოფებიან, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფაუერლიფტერ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოიოტამ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ახალი ავტომობილი გადასცა (ფოტო)

იაპონური კომპანია ტოიოტას ესპანურმა ფილიალმა ნიკოლოზ შერაზადიშვილის ახალი, 2021 წლის მოდელი, RAV4 Electric Hybrid გადასცა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი ვენის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

25 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-იანი ტურნირის გათამაშებაში ჩაერთო. ინდიან უელსის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური ბაქოს გრან სლემზე ვეღარ გამოვა

5-7 ნოემბერს ბაქოს გრან სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ძიუდოს საერთაშორის ვებ-გვერდზე, საქართველოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ!”

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს უკავშირდება. 21 წლის ძიუდოისტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზვიად ლაზიშვილმა ორ დღეში 9 კილო დაიკლო – აწონვები, პირისპირ დგომი (ვიდეო)

ზვიად ლაზიშვილი 23 ოქტომბერს UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს. ქართველი მებრძოლი მექსიკელ ჯონათან მარტინესს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბოდიბილდერს დაუპირისპირდა (ვიდეო)

მსოფლიოს საუკეთესო მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი თანაგუნდელ ირაკლი ზირაქაშვილთან ერთად დუბაიში იმყოფება. ფაუერლიფტერმა ლარი ვილსმა Youtube-ში [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

უძლიერესი შემადგენლობა – საქართველოს ნაკრები 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

5-7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას ძლიერი [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

ცვლილება განაცხადში – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბაქოს გრან სლემზე

5-7 ნოემბერს ძიუდოში ბაქოს გრან სლემი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ჩვენი გუნდის შემადგენლობა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კურიოზი პარიზის გრან სლემზე – მაისურაძეს ოქროს მედალი სურდა (ვიდეო)

17 ოქტომბერს, ძიუდოში პარიზის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე გაიმართა. -90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი: “რა თქმა უნდა, გამარჯვება მინდოდა, მაგრამ დავბრუნდები”

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა უელსის ტურნირის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში (3:6, 6:4, 6:1) დამარცხდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი: “ჩემი ქვეყნიდან ხელშეწყობა არასოდეს მქონია”

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში გასვლით?

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილის პირველი კომენტარი ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში გასვლის შემდეგ

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “წელიწად-ნახევარია ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მაქვს”

15 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს […]...
წაკითხვა