7-გოლიანი თრილერი დინამოზე – “დინამომ” “საბურთალოს” 4-3 მოუგო
ეროვნული ლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში “დინამომ” “საბურთალო” მიიღო და 7 გოლიან თრილერში 4-3 დაამარცხა. დუბლები მარუშიჩმა და შოთა ნონიკაშვილმა შეაგდეს. ერთი გოლი გაბედავამ, პაპავამ და ტაბატაძემ გაიტანეს. ანგარიში მარუშიჩმა გახსნა, მალევე კი ნონიკაშვილმა უპასუხა. მცველების შეცდომა კვლავ მარუშიჩმა გამოიყენა, რომელსაც, ასევე, მცველების შეცდომით კვლავ შოთა ნონიკაშვილმა გასცა პასუხი – 2:2.
მე-2 ტაიმში გაბედავამ “დინამო” წინ პენალტით გაიყვანა, 69-ზე პაპავამ 2-ბურთიანი გახადა სხვაობა, 2 წუთში კი იური ტაბატაძეს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოუწია – 4:3.
დარჩენილ წუთებში არაფერი შეცვლილა და 7-გოლიან მატჩში “დინამომ” 3 ქულა აიღო. მაშინ, როცა წინა ტურში მხოლოდ 2 გოლი 5 თამაშში გავიდა.
ჩემპიონატს 10-10 ქულით “დილა” და “დინამო ბათუმი” ლიდერობენ, “დინამო თბილისს” 7 ქულა აქვს.
დინამო თბ 4-3 საბურთალო
გოლები: მარუშიჩი 5/31, გაბედავა 55 (პ), პაპავა 69 – შ.ნონიკაშვილი 16/45, ტაბატაძე 71
დინამო: კვასხვაძე – სპორსკლედე (იაშვილი 83), ხვადაგიანი, ბენიო, მონხილი, კობოური – მექვაბიშვილი (კუცია 90), გაგნიძე (პაპავა 63), რადინი – მარუშიჩი (ახვლედიანი 83), გაბედავა (ქარდავა 63)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
საბურთალო: მეგრელიშვილი – მალი, ცნობილაძე (ჯინჯოლავა 35), კაკუბავა, ლაცაბიძე – ტერა, ნონიკაშვილი (ამინუ 86) – შულაია (გოჩოლეიშვილი 86), მადრინჩენკო (ლ.ნონიკაშვილი 63), გულიაშვილი (ტაბატაძე 63) – ტაბატაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე