7-ქალამ ათენის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა
21 და 22 მარტს ათენში 7-ქალა საერთაშორისო, სამოყვარულო ტურნირი ‘ათენის თასის’მეორე გათამაშება გაიმართა, რომელიც ერთობლივად საბერძნეთის რაგბის კავშირისა და რაგბის კლუბ ‘ჰიპოკრატისის’ მიერ იყო ორგანიზებული.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის და მალტისქალთა ნაკრებები, ასევე შვედური 7-ქალას კლუბი ‘Mama’s Girls’.
პირველი სატურნირო დღე ჩვენი წარმატებით დაიწყო და 2 თამაში დიდი სხვაობით მოვუგეთ ჯერ მალტას – 34:0, შემდეგ კი მასპინძელ საბერძნეთს – 36:0. მაგრამ ამ შემართების შენარჩუნება დიდხანს ვერ შევძელით, რადგანაც ისრაელთან მატჩში 5:12დავმარცხდით, ხოლო შვედურ კლუბთან 5:5 – ფრეს დავჯერდით.
მეორე დღეს ჩენმა გოგონებმა ძალები აღიდგინეს და ნახევარფინალში ‘Mama’s Girls’-ს მოგება აღარ დაუთმეს(26:6), ფინალშიც ვიმარჯვეთ ისრაელთან და საბოლოო გამარჯვება7:5 დავაფიქსირეთ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი ნაკრების კაპიტანი ანა პოღოსიანი დასახელდა.
„გოგონების გამარჯვებამ თავდაჯერებულობა და სიხარული შეგვმატა. გამოვცადეთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც სამომავლოდ დიდი წარმატების მოტანას შეძლებენ. პირველი დღის სუსტად თამაშის მერე, გოგონებმა შეძლეს და რადიკალურად განსხვავებული და დახვეწილი რაგბი აჩვენეს, რაც დიდი ნაბიჯია მენტალური მომზადების თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი მოსამსაზედებელი ტურნირი იყო, მე, როგორც მწვრთნელი გუნდს ძალიან დადებითად ვაფასებ“, განაცხადა 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა, ჯაბა მალაღურაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპამდე 7-ქალა კიდევ სამ მომსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას: გენტის საერთაშორისო ტურნირი (3-6 აპრილი), ნანსის 7-ქალა (16-17 მაისი) და ამსტერდამ სევენსი (23-24 მაისი).
სამწვრთნელო შტაბი
ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა – მენეჯერი, ილია ლათიბაშვილი – ექიმი.
Rugby.GE