8 ავტოგოლი ერთ მატჩში და ასტრონომიული 14:3
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2014/02/url6.jpg)
სკანდალით დასრულდა სიცილიის თასის ფარგლებში გამართული მატჩი “ბორგატა ტერენოვესა” და “ბაგერიას” შორის.
გარდა იმისა, რომ შეხვედრის ანგარიშიც საკმაოდ უცნაურია (14:3), უფრო დიდ გაკვირვებას ამ შედეგის მიღწევის ხერხი იწვევს. მატჩის უკანასკნელ 10 წუთში ფეხბურთელებმა 8 ავტოგოლი გაიტანეს, თანაც ერთი გუნდის კარში. არაადექვატურმა ქმედებამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყურადღება უკვე მიიქცია და სავარაუდოდ მატჩის სერიოზული გამოძიებაც მოხდება.
შეხვედრის მე-80 წუთამდე საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა და ანგარიშიც მხოლოდ 4:3 იყო. მას შემდეგ კი რაც ტაბლოზე 6:3 გახდა, სტუმრებმა მოედნის ცენტრიდან თამაშის ყოველი განახლება საკუთარ კარში გოლით “დააგვირგვინეს”.
საქმე იმაშია, რომ “სიცილიის თასის” ფორმატის მიხედვით, გუნდები ჯერ ჯგუფურ ეტაპს თამაშობენ. არსებობს საფუძლვიანი ეჭვი, რომ “ბაგერიას” ფეხბურთელები, მას შემდეგ რაც ქულის გადარჩენის შანსიც დაკარგეს, მოწინააღმდეგეს დაეხმარნენ, და ანგარიშში ასტრონომიული სხვაობის ხარჯზე ჯგუფიდან გაიყვანეს.