მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე დარჩენილი გამორჩეული ბრაზილიელები
ტიტულის გარეშე დარჩენილი 80-იანი წლების შესანიშნვი ნაკრების ლიდერები, 1938 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი და მეკარე, რომელმაც 7 გოლი გაუშვა.
1. ლეონიდასი. 1938 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი.
2. ბალთაზარი. 1950 წელს ურუგვაისთან დამარცხებული ბრაზილიის ნაკრების წამყვანი ფორვარდი.
3. ჟულინიო. გამორჩეული ბრაზილიელი ფეხბურთელი. ბრაზილიისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის გოლის ავტორი.
4. პაულო ფალკაო. კოლუმბიელ ფალკაოს სწორედ ბრაზილიელის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი.
5. ზიკო. ლეგენდარული ფორვარდი, რომლის კარიერის პიკიც ბრაზილიის ნაკრების წარუმატებელ პერიოდს დაემთხვა.
6. სოკრატესი. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოთამაშე გუნდის ლიდერი.
7. კარეკა. მარადონას პარტნიორი “ნაპოლიში”. ნაკრების შემადგენლობაში უთამაშია 1986 და 1990 წლების მუნდიალებზე
8. ჟულიო სეზარი. ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავს. მოგებული აქვს კონფედერაციათა თასი (ორჯერ) და კოპა ამერიკა.
ასევე აღნიშვნის ღირსები არიან არტურ ფრიდენრაიხი, ზიზინიო და ადემირი.