8 გოლიანი თრილერი მესხზე – “დილამ” “სამტრედია” ლეგიონერებით დაამარცხა
რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის პირველი მატჩი დასრულდა და გორის “დილამ” “სამტრედია” 3-5 დაამარცხა. შეხვედრაში წითელი ბარათის გარდა ყველაფერი იხილა მაყურებელმა. პენალტი, ჰეთრიკი, დუბლი, მეკარეების შესანიშნავი და ამავდროულად, ბავშვური შეცდომები.
ანგარიში 28-ე წუთზე კოვტალიუკმა რიბეიროს პასის შემდეგ გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ამჯერად, კოვტალიუკმა გაუკეთა ასისტი ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერს და 2-0 დაფიქსირდა. ორბურთიანი სხვაობით “დილა” თამაშის განმავლობაში 3-ჯერ იგებდა. ტუღუშმა მე-60 წუთზე სწორედ რიბეიროს შეცდომით ისარგებლა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. 71-ე წუთზე “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ მოედანზე გიორგი ერისთავი შემოიყვანა, რომელმაც ჯერ ლეანდრო გაიყვანა პირისპირ საკუთარი გუნდის მეკარესთან, შემდეგ კი პენალტით კვლავ 1 ბურთიანი გახადა გორელთა უპირატესობა. ზუსტად 4 წუთში ჯაბა ლიპარტიამ ლუკა გუგეშაშვილს ცენტრში დაურტყა, გუგეშაშვილი, რომელსაც აქამდე გასულ 3 თამაშში გოლი არ ჰქონდა გაშვებული, ბავშვურ შეცდომას უშვებს და ანგარიში გათანაბრდა. 87-ე წუთზე “დილაში” ცვლილება მოხდა და გოგუას ნაცვლად გაირა ჯუფი გამოვიდა. ჯუფიმ ჯერ წინ გაიყვანა კლუბი, ხოლო, ბოლო წუთზე კოვტალიუკს უპასა, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია. 3:5 – მატჩი, რომელიც დაძაბული და საინტერესო სანახავი აღმოჩნდა.
“დილამ” 4 ქულით გაასწრო მე-4 პოზიციაზე მყოფ “ჩიხურას”, “სამტრედია” კვლავ მე-9-ზეა 13 ქულით.
სამტრედია: პოგორილი, ჩაჩუა, გურული, მამასახლისი, გოგიაშვილი, ჯგერენაია, ლიპარტია, კერძევაძე (ენდელაძე 54), ტუღუში, კოშმანი (გიორგი ერისთავი 72), კუჭუხიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
დილა: გუგეშაშვილი, გრიგალაშვილი, ჩადუნელი, სანტოსი, სუხიაშვილი, ლემპტი (რაჟამაშვილი 61), გოგუა (ჯუფი 87), ნონიკაშვილი, ქავთარაძე (კორიფაძე 74) , რიბეირო კოვტალიუკი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შალამბერიძე