8 გოლიანი თრილერი მესხზე – “დილამ” “სამტრედია” ლეგიონერებით დაამარცხა

თარიღი: სექტემბერი 14, 2018

რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის პირველი მატჩი დასრულდა და გორის “დილამ” “სამტრედია” 3-5 დაამარცხა. შეხვედრაში წითელი ბარათის გარდა ყველაფერი იხილა მაყურებელმა. პენალტი, ჰეთრიკი, დუბლი, მეკარეების შესანიშნავი და ამავდროულად, ბავშვური შეცდომები.

ანგარიში 28-ე წუთზე კოვტალიუკმა რიბეიროს პასის შემდეგ გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ამჯერად, კოვტალიუკმა გაუკეთა ასისტი ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერს და 2-0 დაფიქსირდა. ორბურთიანი სხვაობით “დილა” თამაშის განმავლობაში 3-ჯერ იგებდა. ტუღუშმა მე-60 წუთზე სწორედ რიბეიროს შეცდომით ისარგებლა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.  71-ე წუთზე “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ მოედანზე გიორგი ერისთავი შემოიყვანა, რომელმაც ჯერ ლეანდრო გაიყვანა პირისპირ საკუთარი გუნდის მეკარესთან, შემდეგ კი პენალტით კვლავ 1 ბურთიანი გახადა გორელთა უპირატესობა. ზუსტად 4 წუთში ჯაბა ლიპარტიამ ლუკა გუგეშაშვილს ცენტრში დაურტყა, გუგეშაშვილი, რომელსაც აქამდე გასულ 3 თამაშში გოლი არ ჰქონდა გაშვებული, ბავშვურ შეცდომას უშვებს და ანგარიში გათანაბრდა. 87-ე წუთზე “დილაში” ცვლილება მოხდა და გოგუას ნაცვლად გაირა ჯუფი გამოვიდა. ჯუფიმ ჯერ წინ გაიყვანა კლუბი, ხოლო, ბოლო წუთზე კოვტალიუკს უპასა, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია. 3:5 – მატჩი, რომელიც დაძაბული და საინტერესო სანახავი აღმოჩნდა.

“დილამ” 4 ქულით გაასწრო მე-4 პოზიციაზე მყოფ “ჩიხურას”, “სამტრედია” კვლავ მე-9-ზეა 13 ქულით.

სამტრედია: პოგორილი, ჩაჩუა, გურული, მამასახლისი, გოგიაშვილი, ჯგერენაია, ლიპარტია, კერძევაძე (ენდელაძე 54), ტუღუში, კოშმანი (გიორგი ერისთავი 72), კუჭუხიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

დილა: გუგეშაშვილი, გრიგალაშვილი, ჩადუნელი, სანტოსი, სუხიაშვილი, ლემპტი (რაჟამაშვილი 61), გოგუა (ჯუფი 87), ნონიკაშვილი, ქავთარაძე (კორიფაძე 74) , რიბეირო კოვტალიუკი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი შალამბერიძე

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აგუერო ისევ დაშავდა

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში “ვესტ ჰემ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:1) “ქალაქელთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაასრულა. დაღესტნელმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და თქვა, რომ ეს მისი ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ცეცაძემ “ლვოვის” თავკაცის პოსტი დატოვა

გია ცეცაძემ საფეხბურთო კლუბ “ლვოვის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა უკრაინის ჩემპიონატის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანი: “ვიდეორეფერი მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “რეალთან” განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “იდეალური მატი ჩავატარეთ, ვამაყობ ჩემი გუნდით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლა ლიგის მე-7 ტურში “ბარსელონას” დაჯაბნის შემდეგ პრესკონფერენცია გამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილი მსაჯის ვერდიქტი – პენალტი არ უნდა დანიშნულიყო! (ვიდეო)

ფეხბურთის გამოცდილი სპეციალისტი ანდუხარ ოლივერი, რომელიც აქამდე მსაჯის ამპლუაში გვევლინებოდა, თვლის, რომ “ელ კლასიკოში” პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ გოლების ახალი რეკორდი დაამყარა

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ბუნდესლიგაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. “ბაიერნმა” კი საკუთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანახაობრივი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

24 ოქტომბერი ის დღეა, რომელსაც მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ – “კამპ ნოუმ&...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეიან ლოვრენის უხეში მოქმედება კვარაცხელიას წინააღმდეგ – ხვიჩას პასუხი (ვიდეო)

24 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინი” მიიღო და [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “ლუკაკუ ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდია”

მილანის “ინტერის” ფორვარდ რომელუ ლუკაკუს აგენტმა ფედერიკო პასტორელომ თქვა, რომ მისი კლიენტი ამ დროისთვის მსოფლიოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიოს ბრწყინვალე გოლი “მანჩესტერ სიტის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL ! Antonio scores vs Man City. (Great Goal) 1-0 pic.twitter.com/IbEMNOy354 — OnlyFootballClips […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპე კოუტინიოს კუნთური მასა “ბაიერნში” ყოფნის დროს 4 კილოგრამით გაიზარდა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ ფილიპე კოუტინიოს შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა 28 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე FIFA 11-ში ნეიმარსა და კოუტინიოს სჯობდა!

საფეხბურთო სააგენტომ FiFA 11-ის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები გაიხსენა, რომელსაც პოპულარული თამაშის მიხედვით, განვითარების ყველაზე დიდი […]...
წაკითხვა