8 ფეხბურთელი, რომელთაც ფეხბურთი არ უყვართ
საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ დაასახელა რვა ფეხბურთელი, რომელთაც ფეხბურთი არ უყვართ, ან ფეხბურთზე მეტად სხვა სპორტის სახეობები მოწონთ.
ბენუა ასუ-ეკოტო
როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს, მისთვის ფეხბურთი მხოლოდ კარგი სამსახურია.
“ფეხბურთი მხოლოდ სამსახურია, ძალიან კარგი სამსახური. ფეხბურთს საერთოდ არ ვუყურებ. ჩემ ინტერესებში მეგობრები და კარგი მუსიკა შედის”, – ამბობს კამერუნელი.
ბობი ზამორა
“ქუინს პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელი ამბობს, რომ ის ფეხბურთის დიდი მოყვარული სულაც არ არის.
“სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. საღამოობით, ფეხბურთის ყურებას, მირჩევნია სხვა რამ გავაკეთო”, – აცხადებს ზამორა.
კურტის ვუდჰაუზი
“ჰალ სიტის”, “ბირმინგემისა” და “შეფილდ იუნაიტედი” ყოფილმა ნახევარმცველმა ერთხელ კარიერა დაასრულა კიდეც, თუმცა შემდეგ ფეხბურთს ისევ დაუბრუნდა. მისი თქმით, ის ფეხბურთისგან იმ სიამოვნებას ვერ იღებს, რაც სურს.
დევიდ ბენტლი
ერთ დროს, მას “მომავალ დევიდ ბექჰემს” უწოდებდნენ. მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ბენტლის, რომელიც ჯერ მხოლოდ 30 წლისაა, კარიერა უკვე დასრულებული აქვს.
“როცა “ბლექბერნში” ვთამაშობდი, ბევრს ვფიქრობდი იმაზე, უნდა გამეგრძელებინა თუ არა ფეხბურთის თამაში”, – თქვა ფეხბურთელმა.
სტივენ აირლენდი
“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა “სტოკ სიტის” ღირსებას იცავს, განაცხადა, რომ უკვირს, თუ რატომ აირჩია ფეხბურთი.
ეფსენ ბორდსენი
ნორვეგიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ლონდონის “ტოტენჰემში”, “უიტფორდსა” და “ევერტონში” უთამაშია, თუმცა მან კარიერა ძლიან ადრე 2003 წელს, 25 წლის ასაკში დაასრულა.
დევიდ ბეტი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ყურება უჭირს.
“სანაკრებო მატჩები ძალიან მოსაბეზრებელია. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამ შეხვედრების ყურებისათვის ფულს ხარჯავენ”, – თქვა ბეტიმ.
კრისტიან ვიერი
გაგიკვირდებათ, მაგრამ კრისტიან ვიერის, თავის დროზე, ფეხბურთზე მეტად სპორტის სხვა სახეობა იტაცებდა.
“სიმართლე გითხრათ, ფეხბურთში არც ისე კარგი ვიყავი. დიდი სურვილი მქონდა, კრიკეტს გავყოლოდი. როცა პატარების გუნდში მცირე წარმატებას მივაღწიე, მომინდა, რომ მომდევნო ალან ბორდერი გავმხდარიყავი”, – თქვა ვიერიმ.