8 რამ, რაც შესაძლოა, გონსალო იგუაინზე არ იცით
“მილანმა” ტურინის “იუვენტუსიდან” არგენტინელი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი შეიძინა. 30 წლის ფეხბურთელი “როსონერიში” გოლების გატანას აპირებს.
ტრანსფერის შემდეგ, ესპანურმა გამოცემა “მარკამ” გონსალო იგუაინის შესახებ რვა საინტერესო ფაქტი დაასახელა.
მეუღლე – ლარა ვესშლერი
გონსალო იგუაინის მეუღლე მოდელი ლარა ვესშლერია. ისინი ერთმანეთზე 2018 წლის დასაწყისში დაქორწიდნენ და უკვე ქალიშვილი, ლარა ჰყავთ.
საყვარელი ფეხბურთელი – რონალდო
გონსალო იგუაინისათვის მისაბაძი მაგალითი ყოველთვის ბრაზილიელი რონალდო იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი თანაგუნდელებიც იყვნენ.
საყვარელი კერძი – პიცა
იგუაინს პიცა ძალიან უყვარს. როგორც თავად უთქვამს, მისთვის დედის გამომცხვარი პიცა საუკეთესოა.
საყვარელი ფილმი – “განრისხებული მამაკაცი”
არგენტინელი ფეხბურთელის საყვარელი ფილმი “განრისხებული მამაკაცია” (Man on Fire). ფილმში მთავარ როლს დენზელ ვაშინგტონი ასრულებს.
საყვარელი მუსიკოსები
იგუაინის საყვარელი მუსიკოსები ნიკი ჯემი, რომეო სანტოსი და ხუან ლუის გერა არიან. მას სხვადასხვა ჟანრის მუსიკები მოწონს.
ჰობი – ჩოგბურთის თამაში
ცნობილია, რომ იგუაინს მეგობრებთან ერთად ჩოგბურთის თამაში უყვარს. მისი ფავორიტი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია.
ხელოვნების მოყვარული
იგუაინის დედა, ნენსი მხატვარია. ფეხბურთელი თავისუფალ დროს მუზეუმებსა და გალერეებს სტუმრობს.
სერია A-ს რეკორდსმენი
იგუაინი იტალიის სერია A-ს ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით ჯინო როსეტისთან ერთად რეკორდს იყოფს. მან 2015-16 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 36-ჯერ დალაშქრა.