კოლხეთი ხობი 0:9 დინამო თბილისი
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა სტუმრად, ხობის კოლხეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და დედაქალაქელთა გამარჯვებით – 9:0 დასრულდა.
ხობელთა კარში ორი გოლი გაიტანეს გიორგი მიქაბერიძემ, ჩისკომ და დარკო გლიშიჩმა, თითო გოლი გივი კვარაცხელიამ, გიორგი მერებაშვილმა და პატრიკ ვუომ გაიტანეს. საპასუხო მატჩი დინამო არენაზე 30 ოქტომბერს გაიმართება.
კოლხეთი ხობი 0:9 დინამო თბილისი
გოლები: 0:1 მიქაბერიძე 9’ 0:2 კვარაცხელია 15’ 0:3 მიქაბერიძე 19’ 0:4 ჩისკო 20’ 0:5 გლიშიჩი 22’ 0:6 გლიშიჩი 29’ 0:7 ჩისკო 66’ 0:8 მერებაშვილი 72’ 0:9 ვუო 83’
კოლხეთი ხობი: ჭურღულია, გიორგი გოგენია, ლევან გოგენია (მეფიშვილი 46’), ჭითანავა, ფიფია, გერგაია, ბუკია, ვართაგავა (ქაშიბაძე 80’), ღლონტი, გაბრავა (ცობეხია 46’), პაჭკორია
დინამო თბილისი: ლორია, გველესიანი, ძარია, გლიშიჩი, კვარაცხელია (შაშიაშვილი 58’), სეთურიძე, პაპავა (ლექვთაძე 77’), ჩისკო (მერებაშვილი 67’), მიქაბერიძე, კვირკველია, ვუო
გაფრთხილება: ვართაგავა – ჩისკო
FCDinamo.GE