მოიესი ზაას მოთმინებას სთხოვს
“წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ვილფრედ ზაას გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, იგი ძირითად შემადგენლობაში თითქმის ვერასდროს ხვდება.
“უილფრედი იმ მოთამაშეთაგან ერთ-ერთია, რომელთა მოედანზე დიდხანს გამოყვანის საშუალება ჩვენ ჯერ არ გვქონია”, – აცხადებს დევიდ მოიესი.
“ყოველთვის ვამბობდით, რომ ზაა გუნდისთვის საჭიროა. თუმცა, ასევე, პრემიერ ლიგის მატჩებიც უმნიშვნელოვანესია და ყველა შეხვედრის მოგება გვსურს”.
“ზოგი ფეხბურთელი შანს ადრე მიიღებს, ზოგიც კი ოდნავ მოგვიანებით. ასე იმიტომ ხდება, რომ მინდორზე თერთმეტ მოთამაშეზე მეტის გამოყვანა არ შემიძლია”, – დაასრულა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, ზაამ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი, თასის ეგიდით “უიგანის” წინააღმდეგ ჩაატარა.
სანდრო საპანაძე