„ტოტენჰემისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირება ფრედ დასრულდა
„ტოტენჰემ ჰოთსპურსსა“ და „ჩელსის“ შორის ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის მე-20 წუთზე, სიგურდსონმა გახსნა. „არისტოკრატებმა“ ანგარიში 66-ე წუთზე, ჯონ ტერის თავური დარტყმის შედეგად გასული გოლის წყალობით გაათანაბრეს. 82-ე წუთზე, ჟოზე მოურინიოს გუნდის თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. შესაბამისად, „ლურჯები“ მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მაიკ დინმა მეტად საეჭვო გადაწყვტილება მიიღო, რადგან განმეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ესპანეთს ვერტონგენის წინაამღდეგ თამაშის წესები არ დაურღვევია.
„ტოტენჰემი“ – „ჩელსი“ 1:1
გოლები: სიგურდსონი 20′ – ტერი 66 ‘
„ტოტენჰემი“ : ლორისი, უოკერი, ვერტონგენი, დოუსონი, ნოტონი, პაულინიო, დემბელე, ტაუნსენდი (ჩადლი 63′), ერიკსენი (ხოლტბი 70′), სიგურდსონი
„ჩელსი“: ჩეხი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ტერი, კოული, ობი მიკელი (მატა 46′), ლამპარდი, რამირესი, ოსკარი (ასპილიკუეტა 84′), აზარი (შურლე 69′), ტორესი
გაფრთხილებები: ტაუნსენდი, ერიკსენი, ვერტონგენი, დოუსონი, დემბელე – ტორესი, ივანოვიჩი
გაძევება: ტორესი 82′
ალექსანდრე მატევოსოვი