დორტმუნდელებმა “ფრაიბურგი” გაანადგურეს
რობერტ ლევანდოვსკისა და მარკო როისის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, “ბორუსიამ” ბუნდესლიგის მორიგ ტურში სამი ქულის მოპოვება შეძლო.
მატჩის 35-ე წუთზე მასპინძლებმა შესანიშნავი შეტევა წამოიწყეს და მარკო როისმა გოლის გატანა დამატებაზე შეძლო. ამით მან ანგარიში გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა.
ტაიმის მიწურულს არბიტრმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. დორტმუნდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, დუბლი შეასრულა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
58-ე წუთზე, დიდი წვალების შემდეგ პოლონელმა ლევანდოვსკიმ მაინც შეძლო “ფრაიბურგის” კარის დალაშქვრა.
ამ გოლის გატანიდან 12 წუთის შემდეგ, მასპინძლებმა ბწრყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ჰოფმანის საგოლე გადაცემის შედეგად, “ბორუსიას” ცხრიანმა დუბლი გაიფორმა.
შეხვედრას საბოლოო წერტილი შეცვლაზე შემოსულმა იაკუბ ბლაშიკოვსკიმ დაუსვა. მან ამ შეტევაზე ბევრი იწვალა, მაგრამ თავისი გოლის გატანა მაინც მოახერხა.
“ბორუსია” 5-0 “ფრაიბურგი”
გოლები: როისი, 35, 45+2 (პენ.), ლევანდოვსკი, 58, 70, ბლაშიკოვსკი, 79.
“ბორუსია”: ვაიდენფელერი, გროსკროიცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, დურმი, სვენ ბენდერი (კირხი 46), შაჰინი, ობამეიანგი, მხითარიანი (ბლაშიკოვსკი 62), როისი (ჰოფმანი 62), ლევანდოვსკი.
“ფრაიბურგი”: ბაუმანი, ზორგი, დიანე, გინტერი, გიუნტერი, შუსტერი (ჰეფლერი 65), ფერნანდესი, შმიდი, მეჰმედი, კოკელენი (ჰენი 46), ფრაისი (გუედე 74).
გაფრთხილება: ზორგი.
გაძევება: დიანე, 45.
სანდრო საპანაძე