„რეალი“ დერბიში დამარცხდა
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა რა თქმა უნდა მადრიდში გაიმართა, სადაც სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თანაქალაქელები, „რეალი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ დიეგო სიმეონეს მიერ მომზადებულმა გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რადგან ბოლოს „ატლეტიკომ“ „ბლანკოსი“ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში 1999 წელს სძლია.
ამ თამაშის ერთადერთი გოლი კი თავის ანგარიშზე დიეგო კოსტამ ჩაიწერა, რომელმაც თავი მე-11 წუთზე გამოიჩინა.
იმის მიუხედავად, რომ „რეალი“ ბევრს უტევდა და გოლის გატანილის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, მეტოქის კარის აღება „ბლანკოსის“ ფეხბურთელებმა ვერაფრით ვერ მოახერხეს.
საბოლოოდ, 0:1და ამ გამარჯვებით, „ატლეტიკომ“ 21 ქულა დააგროვა და ქულების რაოდენობით კატალონიის „ბარსელონას“ გაუთანაბრდა, რომელიც პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება „რეალს“, კარლო ანჩელოტის გუნდის მონაგარი ამ ეტაპზე 16 ქულას შეადგენს. „ბლანკოსი“ ჯერჯერობით მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თავის ხვალინდელ შეხვედრაში „ვილიარეალი“ სამი ქულით მოპოვებას მოახერხებს, „რეალი“ მეოთხე პოზიციას დაიკავებს.
„რეალი“ – „ატლეტიკო“ 0:1
გოლი: კოსტა 11′
„რეალი“: ლოპესი, არბელოა, პეპე, რამოსი, კოენტრაუ, დი მარია (ბეილი 46′), ისკო (მორატა 73′), ილარამენდი (მოდრიჩი 46′), ხედირა, რონალდუ, ბენზემა
„ატლეტიკო“: კურტუა, გოდინი, ხუანფრანი, მირანდა, ლუისი, თურანი (როდრიგესი 88′), გაბი, ტიაგუ, კოკე, კოსტა (ბაპტისტაო 85′), ვილია (გარსია 87′)
გაფრთხილებები: კოენტრაუ, რამოსი, არბელოა., პეპე – თურანი, კოკე, კოსტა, ლუისი
სტატისტიკა:
გოლები: 0-1
დარტყმები: 21-13
ზუსტი დარტყმები: 10-8
კუთხურები: 2-7
ყვითელი ბარათელი: 4-4
წითელი ბარათები: 0-0
ცვლილებები: 3-3
ალექსანდრე მატევოსოვი