“მარსელმა” კვლავ წააგო
“მარსელმა” კვლავ წააგო, ამჯერად დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ანგარიშით 3-0.
“სიგნალ იდუნა პარკზე” გამართულ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ერთ-ერთ შეხვედრაში, გერმანელებმა ფრანგებს უმასპინძლეს. პირველი გოლი მატჩის 19-ე წუთზე გავიდა. ბრწყინვალე კომბინაციის გათამაშების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშის გახსნა აღარ გაჭირვებია.
52-ე წუთზე მარკო როისმა ფანტასტიკური ბურთი გაიტანა. მან საკმაოდ შორი მანძილიდან ჯარიმის ზუსტად შესრულება და ანგარიშის ორამდე გაზრდა შეძლო.
წერტილი კი ამ შეხვედრას პოლონელმა თავდამსხმელმა 79-ე წუთზე დაუსვა. ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა.
“ბორუსიას” კი მეორე ტურში სამი ქულა დაუგროვდა.
“ბორუსია” 3-0 “მარსელი”
გოლები: ლევანდოვსკი 19, 79, როისი 52.
“ბორუსია”: ლანგერაკი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, ბენდერი, დურმი, ნური შაჰინი, გროსკროიცი, როისი (ჰოფმანი 82), მხითარიანი (პაპასტატოპულოსი 88), ობამეიანგი (ბლაშიკოვსკი 71), ლევანდოვსკი.
“მარსელი”: მანდანდა, ნკულუ, მენდესი, ფანი, იმბულა, მენდი, ხალიფა (თაუვინი 81), რომაო, ვალბუენა (ჯ.აიუ 81), პაიე, აიუ.
გაფრთხილებები: სუბოტიჩი, ბენდერი – ნკულუ, რომაო, ფანი.
სანდრო საპანაძე