“კოპენჰაგენი” მადრიდში განადგურდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ერთ-ერთ შეხვედრაში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სამეფო კლუბმა” დანიურ “კოპენჰაგენს” უმასპინძლა და ანგარიშით 4-0 გაანადგურა.
ანგარიში კრისტიანო რონალდომ 21-ე წუთზე გახსნა. მარსელოს მიერ ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება პორტუგალიელმა ვარსკვლავმა შეუცვალა და თავისი გუნდი დააწინაურა.
65-ე წუთზე მასპინძლებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც “რეალის” მეშვიდე ნომერმა კვლავ თავით გაიტანა და დუბლი შეასრულა.
71-ე წუთზე ანხელ დი მარიამ ყველაფერი თავად გააკეთა. მან მონახა შესაფერისი სიტუაცია და დარტყმა ზუსტად შეასრულა.
ბოლო გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. დი მარიამ თავისი პორტუგალიელი თანაგუნდელის მსგავსად დუბლი შეასრულა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
ამრიგად, მადრიდელები ჯგუფში პირველ ადგილს ექვსი ქულით იკავებენ.
“რეალი” 4:0 “კოპენჰაგენი”
გოლები: რონალდუ 21, 65, დი მარია 71, 90+1.
“რეალი”: კასილასი, კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო, ხედირა (მორატა 74), ილიარამენდი, მოდრიჩი (ისკო 67) – დი მარია, ბენზემა (ხესე 81), რონალდუ.
“კოპენჰაგენი”: ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი, გისლასონი, დილეინი, კლაუდემირი, ტუტუ (ბოლანიოსი 63), ბრაატენი (ადი 66), იორგენსენი (კრისტენსენი 72).
გაფრთხილება: მოდრიჩი – ბრაატენი, დილეინი
სანდრო საპანაძე