“იუნაიტედმა” დონეცკში ვერ მოიგო
დონეცკის “შახტარმა” “დონბას არენაზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და ინგლისში სამი ქულა არ გაატანა.
ანგარიში დენი უელბეკმა 18-ე წუთზე გახსნა. “წითელმა ეშმაკებმა” კარგი შეტევა განახორციელეს, მაგრამ მათ ამ შემთხვევაში გაუმართლათ კიდეც. ასეა თუ ისე, პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს.
მატჩის 77-ე წუთზე კი ბრაზილიელმა ტაისონმა ბრწყინვალედ ითამაშა. მასპინძლებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს და ნემანია ვიდიჩის მიუტევებელის შეცდომის წყალობით, წონასწორობის აღდგენა ტაისონმა შეძლო.
ამრიგად, მანჩესტერელებმა უკრაინაში ორი ქულა დაკარგეს.
“შახტარი” 1:1 “მანჩესტერ იუნაიტედი”
გოლები: ტაისონი 77 – უელბეკი 18
“შახტარი”: პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, ჰუბშმანი, ფერნანდო (ილსინიო 84), კოსტა, ტეიშეირა, ტაისონი (ბერნარდი 90+1), ლუის ადრიანო (ფერეირა 89).
“იუნაიტედი”: დე ხეა, რაფაელი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა, კერიკი, ფელაინი (გიგსი 66), კლევერლი, ვალენსია, უელბეკი (ჯონსი 90+2), ვან პერსი.
გაფრთხილება: ფელაინი, ვიდიჩი.
სანდრო საპანაძე