„რომამ“ „ინტერი“ გაანადგურა, ტოტიმ დუბლი გაიფორმა
იტალიის სერია А-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ინტერმა“ „რომა“ მიიღო და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამანადგურებელი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
დედაქალაქური კლუბის თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ დუბლი გაიფორმა – ჯერ მე-18 წუთზე შეარხია სამირ ჰანდანოვიჩის კარის ბადე, შემდეგ კი – მე-40 წუთზე გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. შეხვედრის 44-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი ალესანდრო ფლორენციმ გახადა. მეორე ტაიმში გოლი არ გასულა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 79-ე წუთზე „რომა“ მოედანზე ათი კაცით დარჩა, რადგან მთავარმა არბიტრმა სტუმართა მარცხენა ფლაგის მცველი ფედერიკო ბალძარეტი გააძევა.
ამრიგად, გათამაშების სატურნირო ცხრილს „რომა“ უდანაკარგოდ ლიდერობს – 7 მატჩში 7 გამარჯვება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ „მგლებმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 ბურთი გაუშვეს, თავად კი 20 აქვთ გატანილი. რაც შეეხება „ინტერს“, მილანელები 14 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.
სერია А
მე-7 ტური
„ინტერი“-„რომა“ 0:3 (0:3)
„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, როლანდუ, რანოკია, ჟუანი, კამბიასო, გუარინი (მილიტო 69′), ტაიდერი (კოვაჩიჩი 57′), პერეირა (იკარდი 46′), ნაგატომო, პალასიო, ალვარესი.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
„რომა“: დე სანკტისი, ბენატია, ლეონარდო კაშტანი, ბალძარეტი, ტოროსიდისი, დე როსი, სტროტმანი, პიანიჩი (ტადეი 57′), ჟერვინიო, ფლორენცი (მარკინიო 76′), ტოტი (დოდო 81′).
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: ტოტი 18′, 40′ (პენ), ფლორენცი 44′.
გაფრთხილებები: ჟუანი 32′, პერეირა 39′ – პიანიჩი 15′, ბენატია 28′, ლეონარდო კაშტანი 30′, ბალძარეტი 50′, დე სანკტისი 67′, ტადეი 89′.
გაძევება: ბალძარეტი 79′.
მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
ბექა დოგრაშვილი