“რეალმა” “ლევანტეს” რთულად მოუგო
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები 86-ე წუთზე იგებდნენ, “სამეფო კლუბმა” დარჩენილ წუთებში ქამბექის განხორციელება და მორიგი სამი ქულის მოპოვება შეძლო.
პირველმა ტაიმმა უგულოდო ჩაიარა. შესაბამისად, ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა. 57-ე წუთზე “ლევანტემ” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ანგარიში დიავარამ გახსნა.
თუმცა, წონასწორობა ძალიან მალე აღდგა. გაშვებული ბურთის შემდეგ დაახლოებით ოთხ წუთში, მადრიდელებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. ეს ანხელ დი მარიამ გააკეთა და მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს სერხიო რამოსი ფეხით გამოეხმაურა, რითაც ანგარიში გაათანაბრა.
86-ე წუთზე სტუმართა კარში არეულობა შეიქნმა. ამით ელ ზჰარიმ ისარგებლა და საკუთარი გუნდი მეორედ დააწინაურა.
ვალენსიელების სიხარული ძალიან მალე გაქრა. 90-ე წუთზე ანგარიში ამჯერად ალვარო მორატამ, მშვენიერი შეტევის შედეგად გაათანაბრა.
მატჩის შემოტრიალება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კრისტიანო რონალდომ შეძლო. პორტუგალიელმა მასპინძელთა კარის მიმართულებით უძლიერესად დაარტყა და მეკარემ ამ ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.
ამრიგად, “რეალმა” გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო ვალენსიაში სამი ქულის მოპოვება.
“ლევანტე” 2:3 “რეალი”
გოლები: დიავარა, 57, ელ ზჰარი, 86 – რამოსი, 61, მორატა, 90, რონალდო, 90+4.
“ლევანტე”: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, როდასი, დიოპი, სიმანი, კსუმეტრა (ელ–ზჰარი, 68), გარსია (პინტუ, 88), ივანშიცი, დიავარა (ბარალი, 79).
“რეალი”: ლოპესი, რამოსი, არბელოა, კოენტრაო (მარსელო, 59), ვარანი, მოდრიჩი, ხედირა, დი მარია, ისკო (მორატა, 68), რონალდო, ბენზემა (ხესე, 78).
გაფრთხილება: ლოპესი – ხედირა, არბელოა , რონალდუ.
სანდრო საპანაძე