“არსენალმა” “ვესტ ბრომვიჩთან” ვერ მოიგო
“ოლდ ტრაფორდზე” მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, სტივ კლარკის შეგირდებმა ამჯერად საკუთარ კედლებში ლონდონის “არსენალთან” ფრეს მიაღწიეს.
ანგარიში 42-ე წუთზე იაკუბმა გახსნა. სტუმართა საჯირომოში ჩაწოდებულ ბურთს სწორედ იგი გამოეხმაურა და თავით მშვენიერი გოლი შეაგდო.
63-ე წუთზე ოლივიე ჟირუ კარგად გაიჭრა წინ, შემდეგ პასი ტომას როსიცკის გაუკეთა, რომელმაც ბურთი ჯეკ უილშირს დაუტოვა და ამ უკანასკნელმა მასპინძელთა კარის მიმართულებით უძლიერესი ბურთი დაარტყა. მეკარემ ამ დარტყმულზე რეაგირების მოხდენა ვერ მოახერხა.
ამრიგად, “მეთოფეებმა” სტუმრად “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ ორი ქულა დაკარგეს.
“ვესტ ბრომვიჩი” 1-1 “არსენალი”
გოლები: იაკუბი, 42 – უილშირი, 63.
“ვესტ ბრომვიჩი” – მაიჰილი, ჯონსი, მაკოლი, ოლსონი, რიჯველი, იაკობი, მულუმბუ, ამალფიტანო (ბრანტი, 89), სესენიონი (მორისონი, 78), ბერაინო, ანელკა (ლონგი, 69).
“არსენალი” – შესნი, ჯენკინსონი, კოშელნი, მერტესაკერი, გიბზი, არტეტა, ფლამინი, რემსი (როსიცკი, 59), იოზილი, უილშირი, ჟირუ (ბენდტნერი, 85).
გაფრთხილებები: ოლსონი, ფლამინი, უილშირი.
სანდრო საპანაძე